IMG.GE IMG.GE

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს ეხმაურება:

ზოგადად, რა გარემოშიც ტრიალებ, რა წრეც გყავს, რა სიტუაციებშიც ხვდები, როგორც არ უნდა შეინიღბო, მაინც ზუსტად იმას იტყვის რასაც შენს წრეში გაიგებ.

ზუსტად ეგ დაემართა ოქრუაშვილს – როდესაც წამოსცდა 20 ივნისის ღამეზე და ზუსტად ასევე წასძლია სულმა და დაწერა ნანულიმ.

გირგვლიანსაც კი არ ნანობენ წარმოგიდგენიათ? ამბობენ მოკლესო, ამბობენო”.

ცნობისთვის, ჟორჟოლიანმა დღეს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე გიორგი შაქარაშვილის საქმეს შეადარა:

საშიშროებისგან გარბოდა გირგვლიანი. ხევში გადავარდა, ყინვის და იმის გამო, რომ ამოსვლა და სხვისთვის ხმის მიწვდენა ვერ მოახერხა, გარდაიცვალა. რომ არ გაკიდებოდნენ, ხევამდე არ მივიდოდა. წავიდოდა სახლში.

საშიშროებისგან გარბოდა შაქარაშვილიც. ან ცუდი ხილვადობის გამო, ან ფეხი დაუცურდა, არ ვიცით ჯერ, ფაქტია წყალში გადავარდა და გარდაიცვალა და ფაქტია მას მისდევდნენ, ამიტომაც გარბოდა.

გაიქცა და გაუჩინარდაო არ ამბობდნენ გირგვლიანზე. ამბობდნენ მოკლესო. ასე მოკლეს ეს ბავშვიც.

სხვაობა ისაა რომ გირგვლიანი პოლიციელების მსხვერპლი იყო და გიორგი კრიმინალების”, – წერს ჟორჟოლიანი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება