არ მეშინია, გამბედაობა არ ეყოფათ, მაგრამ თუ უნდათ ჩემი დაჭერა, ნავალნის მსგავსად დამიჭირონ – მიხელ სააკაშვილი

1128
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მე მივიღებ მონაწილეობას ყველა მოვლენებში, რომელიც მომდევნო თვეებში საქართველოში განვითარდება, არ მეშინია არც მათი დაკავების და არც მათი რეპრესიების. გამბედაობა არ ეყოფათ, მაგრამ თუ უნდათ ჩემი დაჭერა, ნავალნის მსგავსად დამიჭირონ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „დოჟდს“ განუცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას დაკავების არ ეშინია, რადგან ქვეყანა, რომელიც იყო სუპერ წარმატებული და რომლის რეფორმებზეც ამ დრომდე წერენ დისერტაციას, დაკარგვის პირას არის.

„დაჭერის არ მეშინია, რადგან ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას, რომელიც იყო სუპერ წარმატებული და რომლის რეფორმებზეც ამ დრომდე წერენ დისერტაციებსა და მონოგრაფიებს. უცბად ჩვენ მივიღეთ შუა საუკუნეების დროინდელი ოლიგარქიატი. ეს სამარცხვინოა. მრცხვენია ამ ვითარების გამო. ჩემი პირადი უსაფრთხოება და თავისუფლება მეორეხარისხოვანია. მათი არავის ეშინია. ჩვენ ეს გამოვიარეთ. უკრაინაში პოროშენკომაც ჩამსვა ციხეში და ახლა სად არის პოროშენკო და სად ვარ მე? მე ციხეში მსვამდნენდამსდევდნენ, მათ შორის სახურავ-სახურავ, მცემდნენ და მახრჩობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ისინი შეშლილები არიან ფულზე და ჰგონიათ, რადგან ფული აქვთ, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. დიახ, ჩვენ მილიონები და მილიარდები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს რეფორმების სერიოზული მემკვიდრეობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, კარგია, რომ ევროკავშირში ინტერესდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით.

„ცხოვრებამ მასწავლა, რომ მე მხოლოდ საკუთარი ძალის იმედი უნდა მქონდეს და დიდად არ უნდა დავეყრდნო დასავლელ მოღვაწეებს. ცხადია, ჩვენ უკეთესი პარტნიორები არ გვყავს, მაგრამ როგორც ჩერჩილი ამბობდა, დემოკრატია საშინელია, მაგრამ ეს არის საუკეთესო სისტემა, რაც კაცობრიობამ გამოიგონა. ევროპა, ამერიკა მაინც არიან ჩვენი საუკეთესო პარტნიორები. რაც გვაქვს იმითი უნდა ვიყოთ კმაყოფილები. მათთან უნდა ვიმუშაოთ, ავუხსნათ, ვაჩვენოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ დამოკიდებულები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს უნდა თავისუფლება და კარგი ურთიერთობა რუსეთთან, იმ პირობით, რომ რუსეთი საქართველოს თავისუფლებას პატივისცემით მოეკიდება.

„მინდა, მქონდეს შესაძლებლობა, მშვიდად ჩავიდე საქართველოში. ახლა ვარ უკრაინაში და ვარ საკმაოდ აქტიური. მე უნდა ვემსახურო ორივე ქვეყნის თავისუფლებას, მაგრამ საქართველო ჩემი სამშობლოა. ეს არის ქვეყანა, რომლის სახელმწიფოებრიობაც მეგობრებთან ერთად შევქმენი და არ მინდა, უარი ვთქვა საკუთარ შვილზე. ბავშვზე მუდამ უნდა იზრუნო და უნდა დააკვირდე გარდატეხის პერიოდშიც, პრობლემების დროს, ეს ბოლო წლები ასეთი იყო. საქართველომ ბევრი დაკარგა, მაგრამ ფინიშის ხაზზე ვართ და მჯერა, საქართველოს ექნება მტკიცე ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობა. მე იმ ასაკში ვარ, თანამდებობა არ მაინტერესებს, მაინტერესებს რეზულტატი და ჩემი ქვეყნის მდგომაროება. შემდეგ ადგილს ვიპოვი და ხალხი დააფასებს რასაც ვაკეთებთ. მთავარია, გვქონდეს ქვეყანა, სადაც გინდა ცხოვრება და სადაც გინდა დაბრუნება, რომლითაც იამაყებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება