Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვინც დღეს აკრიტიკებს ქართულ მართლმსაჯულებას, თავის დროზე ქართული მართლმსაჯულება რეალურად საკუთარი ფეხის ქვეშ ხალიჩად აქცია

მარშალ პრესი 11/03/2024
tea tsulukiani

ვინც დღეს აკრიტიკებს ქართულ მართლმსაჯულებას, არიან ისინი, ვინც თავის დროზე ქართული მართლმსაჯულება რეალურად საკუთარი ფეხის ქვეშ ხალიჩად აქცია და მასობრივად დაარღვია ფუძემდებლური უფლებები, მაგალითად სამართლიანი სასამართლოს უფლება, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ თეა წულუკიანმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ასევე გაიხსენა, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ზურაბ ადეიშვილის ყოფილ კაბინეტში აღმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ მოსამართლეები მის წინამორბედს მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ანგარიშს აბარებდნენ.

„ისინი რეალურად დაღუპა თავისი თავის ხიბლმა, შემდეგ უკვე ბოროტების ხიბლმა და მივედით იქამდე, რომ მართლმსაჯულების ბოლომდე გაუქმება მოინდომეს და ზოგ შემთხვევაში შეძლეს კიდეც. მე მახსოვს ბატონი ზურა ადეიშვილის კაბინეტში, რომელიც დაცლილი დამხვდა, გარკვეული წიგნები, ქაღალდები და ერთ-ერთი ალბათ დარჩენილი ე.წ. ფოლდერი – საქმე, რომელსაც ეწერა „2010 წელი“. რომ გადავფურცლე, შინაარსიდან მივხვდი, რომ რომელიღაც მოსამართლე იუსტიციის მინისტრს აბარებდა ანგარიშს – ეს საქმე ასე გადავწყვიტე. ეს იყო რეალურად სიმბოლო იმისა, თუ როგორ იბარებდა ანგარიშს და აკონტროლებდა მოსამართლეებს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთი მინისტრი, იმავდროულად პროკურორი“, – ამბობს წულუკიანი.

Post navigation

Previous: გვეუბნებიან, რომ ვეტინგის სისტემა გამოცდილი მოდელია ევროპაში, თუმცა ძალიან ცუდი გამოცდილება აქვთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს სისტემა გაიარეს
Next: ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.