Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კულტურა და ტრადიციები კუჭზე არ გადის და არ იყიდება – დიმიტრი ხუნდაძე

მარშალ პრესი 10/03/2024
dimitri khundadze

სოციალური თემატიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რომ საქართველოში ღირსება, კულტურა და ტრადიციები კუჭზე არ გადის და არ იყიდება, ესეც ჩვენი საზოგადოების მახასიათებელია, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე საზოგადოების დამოკიდებულება შეაფასა.

„ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არათუ თავის პოზიციას აფიქსირებს, არამედ ახლა დაუპირისპირა მას სოციალური თემატიკა, რომ თითქოს, ახლა საზოგადოებას ამაზე [ლგბტ პროპაგანდაზე] ფიქრის დრო არ აქვს და მისთვის პრიორიტეტია სოციალური თემატიკა. რა თქმა უნდა, ეს თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რომ საქართველოში ღირსება, კულტურა და ტრადიციები კუჭზე არ გადის და არ იყიდება, ესეც ჩვენი საზოგადოების მახასიათებელია“, – განაცხადა ხუნდაძემ.

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი“ ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.

Post navigation

Previous: სწორედ ეს ადამიანები 2012 წელს გააფთრებით იბრძოდნენ იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას სასამართლოსთვის ხელი არ ეხლო
Next: საბერძნეთში, მედდად არალეგალურად მუშაობისთვის 6 ქართველი ქალი დააკავეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.