Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

მაშველებმა 25 მეტრის სიღრმის ხევიდან მოზარდები უვნებლად ამოიყვანეს

მარშალ პრესი 10/03/2024
112

მეხანძრე-მაშველებმა ხევიდან, 25 მეტრი სიღრმიდან, მოზარდი უვნებლად ამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრი სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.

მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

Post navigation

Previous: საპატრულო პოლიციის სიურპრიზი ქალებს (ვიდეო)
Next: ვაპირებ სიცრუისა და მანიპულაციების ნაწილობრივ მხილებას – რატი ბრეგაძე “მთავარი არხი”-ს სიუჟეტზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.