Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვეტინგი“ არა თუ წარუმატებელი რეფორმაა, არამედ ეს არის პირდაპირი ხაზის გაგრძელება, რასაც მივყავართ ადეიშვილთან

მარშალ პრესი 10/03/2024
mariam lashkhi

„ვეტინგი“ არა თუ წარუმატებელი რეფორმაა, არამედ ეს არის პირდაპირი ხაზის გაგრძელება, რასაც მივყავართ ადეიშვილთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ვეტინგი“ არ არის სტანდარტული ფორმა, როდესაც სასამართლო რეფორმისა და მოსამართლეების მიმართ ხდება „ვეტინგის“ გამოყენება. ძირითადად ტრანზიციული ქვეყნები იყენებენ ამას, როდესაც სასამართლო სისტემა და მოსამართლეები არიან კითხვის ნიშნის ქვეშ. იმის ფონზე, როდესაც შენი სასამართლო სისტემა, კვლევების მიხედვით მოწინავე ადგილზე, „ვეტინგი“ სრულიად არასაჭირო ინსტრუმენტია სასამართლო სისტემასთან მიმართებაში“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

მისი თქმით, „ვეტინგი“ დაიბრენდა ადეიშვილის მოადგილის, წოწორიას მიერ.

„ადეიშვილის მოადგილემ, წოწორიამ „ვეტინგი“ განახორციელა უკრაინაში, ალბანეთსა და მოლდოვაში. ძირითადად, ამ ინსტრუმენტს იყენებდნენ იმისთვის, რომ სასამართლო ხელში ჩაეგდოთ. 2012 წლიდან მოყოლებული, არაერთი მცდელობა ვნახეთ, როგორ ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოება, რომ სასამართლო სისტემა ხელში ჩაეგდოთ. როდესაც არცერთი მცდელობა არ გამოუვიდათ, სტრასბურგის გადაწყვეტილებებიდან და საერთაშორისო შეფასებებიდან გამომდინარე, ახლა მიმართეს ამ ხერხს, რომელიც ვითომდა სხვა ქვეყანაში კარგად მუშაობს და მოჰყავთ მაგალითები. მაგრამ, ვინც არ იცის „ვეტინგი“ როგორ ხორციელდება ალბანეთში, შეიძლება ბრმად მიყვეს და დაუჯეროს. ჩვენ ვხედავთ, რა გამოწვევების წინაშეა ალბანეთი სწორედ ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, თუმცა აქაც ხაზი უნდა გაესვას – ვისი ხელით, ვისი ინტერესით ხდება ამ ინსტრუმენტის გამოყენება“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას ითხოვენ, რაც მოსამართლეების შემოწმებას და მათ გათავისუფლებას გულისხმობს. მათი იდეაა, რომ საქართველოში სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი უცხო ქვეყნების საელჩოების მიერ წარიმართოს.

Post navigation

Previous: 2012 წელს აშშ-ში 2-ჯერ უფრო იაფი იყო ცხოვრება, ვიდრე ახლა – გიორგი აბაშიშვილი
Next: ჩვენი მოთმინების „ფურუნკული” ერთხელაც გასკდება – დავით ქართველიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.