Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციური სპექტრის დუმილი გაიშიფრა, ისინი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე “თბილისი პრაიდის” მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ სტრატეგიას მიჰყვებიან

მარშალ პრესი 09/03/2024
tamta megrelishvili

“ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, “თბილისი პრაიდი” აქციებს დაიწყებს.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური სპექტრის დუმილი გაიშიფრა და ისინი “თბილისი პრაიდის” მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ სტრატეგიას მიჰყვებიან.

მეგრელიშვილის თქმით, ფაქტია ბრძოლას გვიცხადებენ, უფლებების სახელით სურთ ჩვენი უუფლებოდ ქცევა! თუმცა ამორალურობის პროპაგანდას საქართველოში უფლება არ ააქვს!

“ოპოზიციური სპექტრის დუმილი გაიშიფრა, ისინი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე მიჰყვებიან “თბილისი პრაიდის” მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ სტრატეგიას კერძოდ, “თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.

ისინი საწყის ეტაპზე თითქოს თავს იკავებენ ამ საკითხზე კომენტარისაგან და ელოდებიან კანონპროექტის შემუშავებას და გასაჯაროვებას, რათა შემოთავაზებულ შინაარსს გადახედონ და საზოგადოება (ახალგაზრდები) კონკრეტულ მესიჯბოქსზე წამოაგონ, თუმცა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, კანონპროექტის შინაარსის მიუხედავად, უკვე დაგეგმილი აქვთ.

ფაქტია ბრძოლას გვიცხადებენ, უფლებების სახელით სურთ ჩვენი უუფლებოდ ქცევა!
თუმცა ამორალურობის პროპაგანდას საქართველოში უფლება არ ააქვს!
რადგან ქართული სახელმწიფო არ და ვერ შეუერთდება ამ ცოდვის ზეიმს და ამ საკითხს სამართლებრივად მაინც დაარეგულირებს.

მინაწერი: ფაქტი ფაქტად რჩება, ყველა ანტისახელმწიფოებრივი ქმედების უკან “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან იდეური ერთობით დაკავშირებული ძალები დგანან”- წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: გვარამიას რომ არჩევ პარტნიორად, უტვინობის ნიშანია – თამარ ჩერგოლეიშვილი
Next: ნიკა გვარამია და გედევან ფოფხაძე კვლავ ერთად არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.