Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალები ყველანაირად შეეცდებიან არჩევნების პერიოდში თუ არა მეორე დღესვე ქვეყანა შეაზანზარონ, ამიტომ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ

მარშალ პრესი 09/03/2024
levan nikoleishvili

“რადიკალები ყველანაირად შეეცდებიან არჩევნების პერიოდში თუ არა მეორე დღესვე ქვეყანა შეაზანზარონ, არ აწყობთ მათ საქართველოს არც სტაბილურობა და არც მშვიდობიანი განვითარება. ამიტომ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ,”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის – რისკები, რაც უსაფრთხოებასა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართულობას, „მეორე ფრონტის“ გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა”- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი და სრულიად ვეთანხმები. ვინმეს სჯერა, რომ დესტრუქციული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ რომ სადმე გაქრნენ?! რადიკალები ყველანაირად შეეცდებიან არჩევნების პერიოდში თუ არა მეორე დღესვე ქვეყანა შეაზანზარონ, არ აწყობთ მათ საქართველოს არც სტაბილურობა და არც მშვიდობიანი განვითარება. ამიტომ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ, ერიც და ბერიც, ხელისუფლებაც და თუ გნებავთ ოპოზიციაც, დიახ სწორედ ოპოზიციის ის ნაწილი, რომლისთვისაც სკამზე და ფულზე ძვირფასი ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი ხალხია. თუ კი ასეთები არ აღმოჩნდებიან მაშინ ღირსეული და კანონის შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს ყველას!”-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: 9 მარტიც ჩვენი ისტორიაა და იმ დღეს, სტალინელების ამბოხზე მეტად, უფრო სხვა რამის ეშინოდა საბჭოთა რეჟიმს
Next: სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ – მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.