Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისი პრაიდი დონორებს , ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე : ვუზრუნველყოთ კოორდინირებული ქმედება როცა ამის დრო დადგება, როგორც ეს გასულ წელს, მარტის პროტესტების დროს გავაკეთეთ

მარშალ პრესი 09/03/2024
tbilisi pride

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი“ ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან.

წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.

„თავიდან ავირიდოთ საჯარო კომენტარების გაკეთება ან „ქართული ოცნების“ ნარატივში საჯაროდ ჩართვა იქამდე, ვიდრე კანონპროექტი შემუშავდება და გასაჯაროვდება. ჯერ არ გვსურს ამ თემის გარშემო საჯარო დისკუსიისა და დებატების დაწყება. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა თავი შეიკავონ საჯაროდ საუბრისგან იქამდე, ვიდრე მოგვეცემა კანონპროექტის გადახედვის და თქვენთვის დამატებითი რეკომენდაციების მოცემის შესაძლებლობა. თუკი კანონპროექტი განხორციელდება, ჩვენ დავიწყებთ მის საწინააღმდეგო კამპანიას, ფართო სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. უზრუნველვყოფთ, რომ ეს საკითხი გასცდეს მხოლოდ „ლგბტ პროპაგანდის“ ჩარჩოს და მოიცვას ადამიანის უფლებები, დემოკრატია და საქართველოს ევროპული მომავალი. მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენი სტრატეგიული მიდგომის თაობაზე, მათ შორის ჩვენს საკომუნიკაციო გეგმას. ვაცნობოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მიმდინარე მოვლენების შესახებ, უზრუნველვყოთ კოორდინირებული ქმედება, როცა ამის დრო დადგება, როგორც ეს გასულ წელს, მარტის პროტესტების დროს გავაკეთეთ. გთხოვთ, რომ დაგვიდგეთ გვერდში, მოგვისმინოთ და დაელოდოთ შემდგომ რეკომენდაციებს ადგილზე მოქმედი ლგბტქ+ ორგანიზაციებისგან. თქვენი მხრიდან გაგება, მხარდაჭერა და ადვოკატირება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ამ რთულ გარემოში ნავიგაციისთვის“, – აღნიშნულია წერილში.

Post navigation

Previous: როცა ხაბეიშვილი ამბობს, რომ პენსიონერს 42 ლარით უფრო ძვირი უჯდება პროდუქტების შეძენა, სამაგიეროდ პენსია გაიზარდა სულ ცოტა 185 ლარით და არცთუ ცოტა შემთხვევაში – 375 ლარით
Next: ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ეს პოლიტიკური ტოქსიური დაჯგუფება გასამართლდეს და პოლიტიკურ სანაგვეზე იყოს გადასროლილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.