Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ის სიგიჟე, რომ პარტიის თავმჯდომარე ბაზრებში დადის, იქაც გაბერილ ფასებს ამბობს და მერე ადარებს 2012 წლის ფასს, ეს არის სრული არაადეკვატურობა

მარშალ პრესი 08/03/2024
beqa davituliani beka

„ის სიგიჟე, რომ პარტიის თავმჯდომარე ბაზრებში დადის, იქაც გაბერილ ფასებს ამბობს და მერე ადარებს 2012 წლის ფასს, ეს არის სრული არაადეკვატურობა“- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აპელირებას თემაზე, რომ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა.

ბექა დავითულიანის თქმით, ეკონომიკა იზრდება, რაზეც საერთაშორისო კვლევები მეტყველებს.

„შეუძლებელია ათი და თხუთმეტი წლის წინ ყოფილიყო მეტი ფასი და ახლა რამეს დაეკლო. ეკონომიკა ვითარდება, ფასები იზრდება, იზრდება ანაზღაურებაც. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ამაზე მეტყველებს ყველა საერთაშორისო კვლევა, რომ საქართველოში ცხოვრების დონე, პირობები იზრდება. თუ მკითხავთ, დამაკმაყოფილებელია?- არა, რა თქმა უნდა. ჩვენ გვინდა მეტი, გვინდა ნულოვანი სიღარიბის მაჩვენებელი და გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ცხოვრობდნენ კეთილდღეობის პირობებში. ამ მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, თუმცა ფასებით მანიპულირება და უმდარესი პოპულიზმი, შალვა ნათელაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არავის შეუძლია“-განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივს შეხვდება
Next: ხომ გასაგებია, ვის არ აწყობდა გამჭვირვალობის კანონი და ვინ მოიფიქრა მისთვის რუსული კანონი დაერქმიათ?! სამაგიეროდ, არეულობისთვის მშვენივრად გამოიყენეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.