
ნაციონალური მოძრაობის ფორმალური თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აგრძელებს პარტიულ დავალებას და ხალხზე დადარდიანებულის იმიჯის მორგების მცდელობას. ამჯერად, პიარ კონსულტანტების რჩევით, მან თურქეთს მიაშურა და იქაური ფასები, ქართულ ფასებს დაადარა, მაღაზიიდან გამოსვლისას კი თქვა, რომ უნდა შეცვალონ ხელისუფლება და თავად მოვიდნენ.