Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ცესკო-ს თავმჯდომარეს ფიზიკური, ან მორალური თავდასხმით გადააყენებდნენ, ცესკო-ს საქმიანობას ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრი სიორიძე წარმართავდა, ეს იყო დაგეგმილი, მისი არყოფნის შემთხვევაში, ხაზარაძეს უნდა ემართა ცესკო – პრეზიდენტის ვეტოც იგივეს ემსახურება

მარშალ პრესი 08/03/2024
mamka mdinaradze3

ხაზარაძის დავალებით, ცესკო-ს თავმჯდომარის გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიაც კი გააყალბეს, სხვა ტყუილებზე რომ არაფერი ვთქვათ. ხაზარაძის ტელევიზიის მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა აბსოლუტური ტყუილი აღმოჩნდა, ოღონდ ცესკო-ს თავმჯდომარის მამისთვის შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკობა თუ რაღაც ამგვარი საზიზღრობა დაებრალებინათ, გარდაცვალების თარიღიც კი გაუყალბეს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თუ ცესკო-ს თავმჯდომარეს ფიზიკური, ან მორალური თავდასხმით გადააყენებდნენ, ცესკო-ს საქმიანობას ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრი სიორიძე წარმართავდა, ეს იყო დაგეგმილი და მისი არყოფნის შემთხვევაში, ხაზარაძეს უნდა ემართა ცესკო. მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტოც იგივეს ემსახურება.

„პრეზიდენტის ვეტო რას ადასტურებს იცით? ხაზარაძეს რომ ჰქონდა დაგეგმილი რომ უნდა დაებულინგებინა თავისი ტელევიზიით, ფეიკებით, როგორც სცადა მან.

შემდეგ აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი მამის დისკრედიტაციასაც და ბიოგრაფიის გაყალბებასაც კი არ მოერიდნენ მისი ტელევიზიიდან, ანუ, ხაზარაძის დავალებით ცესკო-ს თავმჯდომარის გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიაც კი გააყალბეს, სხვა ტყუილებზე რომ არაფერი ვთქვათ. ხომ აღმოჩნდა, დეტალების დონეზე გამოაქვეყნა იმ კაცმა [გიორგი კალანდარიშვილმა] განცხადება, სადაც ხაზარაძის ტელევიზიის მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა აბსოლუტური ტყუილი აღმოჩნდა. მათ შორის, გარდაცვალების თარიღიდან დაწყებული, ოღონდ დაებრალებინათ ცესკო-ს თავმჯდომარის მამისთვის შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკობა თუ რაღაც ამგვარი საზიზღრობა, გარდაცვალების თარიღიც კი გაუყალბეს.

წარმოიდგინეთ, რა მდაბიოობას სჩადიან. შესაბამისად ამისა, თურმე ეს იყო დაგეგმილი ამ მიმართულებით თავდასხმა და ბულინგი ცესკოს თავმჯდომარეზე. თუ არ ვცდები, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თუ რაღაც მინიშნება გააკეთაო, ეს უკვე მგონი ფიზიკური თავდასხმის იმ ინფორმაციასაც ადასტურებს, რომელიც ჟურნალისტებისგან იყო. ან ფიზიკური, ან მორალური თავდასხმით თუ გადააყენებდნენ, მაშინ პოლიტსაბჭოს წევრი სიორიძე წარმართავდა ცესკო-ს საქმიანობას. ფიზიკური თავდასხმის საფრთხის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გავრცელდა მაგრამ მორალური თავდასხმა უკვე დადასტურდა – ხაზარაძის ტელევიზიამ განახორციელა ისე, რომ გარდაცვლილი მამის დისკრედიტაციასაც კი არ მოერიდნენ გარდაცვალებასთან დაკავშირებული გაყალბებული თარიღებითაც კი.

მინიმუმ მორალური ხომ დადასტურდა ხაზარაძის ტელევიზიიდან, შესაბამისად ამისა, ეს იყო დაგეგმილი და მისი არყოფნის შემთხვევაში, ხაზარაძეს უნდა ემართა ცესკო. ნაცებმა და ხაზარაძემ ერთად იკადრეს, რომ პი ვი ტი გააყალბებინეს „ისფედს“ და არჩევნებს რას უზამენ, მარტივი ამბავია, ხელისგულზე დევს ყველაფერი. აქედან გამომდინარე უკვე ნათელია, რომ პრეზიდენტის ვეტოც იგივეს ემსახურება. ეს არის ერთი თემის მოტრიალება, რომ რამენაირად იქნებ იგივე სქემა მოიყვანონ ძალაში, რომ ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრმა გააყალბოს არჩევნები და არაობიექტური იყოს ცესკო“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: დღეს იმ საუკუნის აფერას წლისთავია, რომლითაც ქართველი ახალგაზრდების ნაწილს დააჯერეს, რომ კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, თურმე არის რუსული
Next: ოპოზიციის, მათი ტელევიზიებისა და არასამთვრობოების ზოგიერთ წარმომადგენელს რომ ჰკითხო ქართული ტრადიციული ოჯახიდან არიან, მაგრამ ლგბტ პროპაგანდას არ ეწინააღმდეგებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.