IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი 82 წლის მამაკაცია. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა და ბოლო  ორი კვირის განმავლობაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილიაციაზე იმყოფებოდა.

პაციენტი გარდაიცვალა გუშინ, 12 საათსა და 40 წუთზე. ის იყო კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 82 წლის კოვიდინფიცირებული, რომელსაც ჰქონდა მრავალი თანმხლები დაავადება. დანარჩენი პაციენტების მსგომარეობა სტაბილურია, თუმცა ასევე გვყავს კიდევ ერთი კრიტიკულად მძიმე ინფიცირებული, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – აცხადებენ მცხეთის სამედიცინო ცენტრში.

82 წლის მამაკაცი საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება