Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე გვარამიას განცხადებაზე: სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევაა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ წევრები შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს

მარშალ პრესი 14/05/2022
კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევაა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ წევრები შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ასე გამოეხმაურა ის „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კრიტიკას გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მისამართით.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას, თავდასხმებს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ასეთი, როდესაც არ ერიდებოდნენ და პირდაპირი ეთერის მეშვეობით შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თუ მათ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამბობს კალაძე.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გერმანიის ელჩი არის არა გერმანიის სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების” წარმომადგენელი.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: სუ-25-ების გადაცემა, მოხალისეების გაგზავნა, ელჩის გაწვევა და ა.შ. – ეს ყველაფერი ომის პარტიის განზრახვის გაგრძელებაა
Next: კახა კალაძე: სააკაშვილს 6 წელი აქვს მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოხდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.