Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ, არ ათავისუფლებს მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან

მარშალ პრესი 08/03/2024
shalva papuashvili

უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ არ ათავისუფლებს მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი გერმანიისა და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობას გამოეხმაურა.

„ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი საქმეებზე, რომლებიც, ადამიანის წამებიდან დაწყებული და ბიზნესის რეკეტით დამთავრებული, დანაშაულების ფართო სპექტრს მოიცავს და შემდეგი სასჯელი აქვს მისჯილი:

– კობა დავითაშვილის გატაცების და ცემის საქმე – 6 წელი
– ციხეებში წამების საქმე – 4 წელი და 6 თვე
– ღვინის კომპანია აკურას საქმე – 1 წელი და 6 თვე
– ტვ იბერიას საქმე – 1 წელი და 6 თვე
– ბანკი ქართუს გაკოტრების საქმე – 5 წელი და 3 თვე

თავად ზურაბ ადეიშვილის მიერ შემოღებული სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რომ არ გაეუქმებინა, მას ციხეში ჯამურად 18 წლის მოხდა მოუწევდა.

სისხლის სამართლის დამნაშავეებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის და ევროკავშირის საერთო ღირებულებებს.

აქვე, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ არ ათავისუფლებს მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

Continue Reading

Previous: სააკაშვილის მხარდამჭერები ერთმანეთს ეთერში “დაეჯახნენ” (ვიდეო)
Next: გვყავს რამდენიმე NGO, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობენ პოლიტიკაში და ამავდროულად ფინანსდებიან საერთაშორისო ფონდებისგან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025