IMG.GE IMG.GE

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” სიუჟეტს აზიარებს და წერს:

თავად, ეს “გლავნი კანალი”, ასეთ, რომანტიზმით და პოზიტივით სავსე სიუჟეტებს ამზადებს ცხინვალის რეგიონზე და imedinews-ს დასცინეს ერთწინადადებიანი სტატიის გამო, სადაც ფაქტი იყო მოყვანილი, შეფასებების გარეშე – “კადიროვმა ცხინვალს 100 ტონა ფქვილი გაუგზავნა”.
აბა ნახეთ ეს სიუჟეტი, სადაც იყენებენ ტერმინს “სამხრეთ ოსეთი”, ამბობენ ფრაზას “ტელევიზია სახელმწიფოს ეკუთვნის”, საუბრობენ სამართლიან სასამართლო სისტემაზე, პოზიტიურ ჭრილში აჩვენებენ ცხინვალის რეგიონს.
აი ეს ხალხი წლებია ამოყირავებულად აჩვენებენ საქაეთველოს რეალობას, როგორ იქცევა ყველაფერი ჩვენთან და ახლა დაიწყეს სიუჟეტები რა კარგად ცხოვრობენ მავთულხლართებს იქეთ.
მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნებისმიერ ტელევიზიას, ერთი ასეთი სიუჟეტის გამო, მასკიშოუს მოუწყობდნენ.
დააკვირდით წამყვანთა ტონალობას, როგორი აღტაცებულები არიან და შემდეგ გაიხსენეთ რა ტონალობაში საუბრობენ, როცა მავთულხლართებსაქეთა საქართველოზე საუბრობენ.
თქვენ გადარდებთ გავრილოვი?
ჰო, “ეგრედ წოდებული” როგორ იწერება, ამას მაინც ჩახედეთ სადმე. მეც მეშლება ხოლმე, თქვენ არ უნდა შეგეშალოთ…”

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება