Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საინტერესო იქნებოდა ევროპელი პარტნიორების ახსნა-განმარტება, რატომ არ თქვეს უარი კრიმინალ და საქართველოში დაუსწრებლად გამამტყუნებელი განაჩენის მქონე ზურაბ ადეიშვილის გვერდით დაჯდომაზე

მარშალ პრესი 07/03/2024
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდადებული და ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის გერმანიაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ საინტერესო იქნებოდა ევროპელი პარტნიორების ახსნა-განმარტება, მათ რატომ არ თქვეს უარი კრიმინალ და საქართველოში დაუსწრებლად გამამტყუნებელი განაჩენის მქონე ზურაბ ადეიშვილის გვერდით დაჯდომაზე.

„აშშ-ს კონგრესში უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ, ელენე ზელენსკაიამ დემონსტრაციულად განაცხადა უარი პუტინის პატიმარ ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაიასთან გვერდით ჯდომაზე – საინტერესო იქნებოდა “პუტინის ჩვენი პატიმრის” სექტანტების მხრიდან ახსნა-განმარტება ამის თაობაზე.

საინტერესო იქნებოდა ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების ახსნა-განმარტება, მათ რატომ არ თქვეს უარი კრიმინალ და საქართველოში დაუსწრებლად გამამტყუნებელი განაჩენის მქონე ზურაბ ადეიშვილის გვერდით დაჯდომაზე. მოარული ხმებით, ადეიშვილის შეფი, უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი – ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია უკრაინის ახალი პრეზიდენტის პოსტზე.

ანდრეი კოსტინს აქტიურად უჭერს მხარს ბრიტანული ლობბი. ამავდროულად, ამერიკელებმა დაუბლოკეს ზელენსკის მეორე ვადით გაპრეზიდენტება. კოსტინმა უკვე გაიარა ქასთინგი ერთდროულად ამერიკელ რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან და თითქოსდა, ტრამპის მოწონებაც დაიმსახურა. ამჟამად კი გერმანიას და ბრიუსელს ესტუმრა. ამ წინასაარჩევნო ტურნე-პრეზენტაციაში მას დაჰყვება ქართული ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგი და ქვეყნის საკონცენტრაციო ბანაკად გადამქცევი არქიტექტორი.

უკრაინა, მისი ამჟამინდელი თუ მომავალი პრეზიდენტები – იქეთ იყვნენ, მაგრამ ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ მსგავსი დემონსტრაციული არამეგობრული ჟესტი – დამაფიქრებელია და განმარტებას მოითხოვს. ეს “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმები უკვე ნამეტანი გამაღიზიანებელი ხდება…“-წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: სალომე ზურაბიშვილს და მის ლობისტებს დაავიწყდათ ერთი უმთავრესი რამ, რომ არჩევნებს ატარებს ქართველი ხალხი და არა მსოფლიო საზოგადოება
Next: გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საუკუნის აფიორა გათამაშდა, რამაც ერთი დღესაც ვერ გაძლო და 2-3 დღეში საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცოდა, რომ ეს იყო ტყუილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025