Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ შეიძლება პარტნიორი ერქვას მხარეს – გინდა გერმანიას, გინდა ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოს და ეს სახელმწიფო იღებდეს საქართველოს სახელმწიფოსგან ძებნილ, კრიმინალ პიროვნებას

მარშალ პრესი 07/03/2024
tamar chiburdanidze

„მეეჭვება, რომ ადეიშვილი ევროპელ პარტნიორებთან მხოლოდ უკრაინის თემებზე საუბრობდეს. ბუნებრივია, ის არ გამოტოვებდა შანსს და საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების იმიჯის განადგურებაზეც იმუშავებდა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები ევროპული სახელმწიფოებისგან, ელიან პასუხს, თუ რატომ ხდება საქართველოს მიერ ძებნილად გამოცხადებული პირის ოფიციალური ვიზიტებით მიღება მათი მხრიდან.

„ადეიშვილის ოფიციალური ვიზიტები ევროპის ქალაქებში – ბუნდესტაგში თუ ბრიუსელში არ არის მხოლოდ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის დარღვევა – ეს არის პარტნიორული თანამშრომლობის წესების დარღვევა.

არ შეიძლება პარტნიორი ერქვას მხარეს, გინდა გერმანიას, გინდა ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოს და ეს სახელმწიფო იღებდეს საქართველოს სახელმწიფოსგან ძებნილ, კრიმინალ პიროვნებას. არ აქვს მნიშვნელობა ის უკრაინის ხელისუფლების გენერალური პროკურორის თანაშემწეა, მრჩეველია თუ უკრაინის პრეზიდენტი. ის საქართველოსგან ძებნილი პიროვნება უკვე გასამართლებულია ერთ საქმეზე, დანარჩენზე მიმდინარეობს პროცესები – ანუ ის მსჯავრდადებული ადამიანია. ასეთი პიროვნება ოფიციალური ვიზიტებით მოგზაურობს ევროპის წამყვან ქალაქებში.
მეეჭვება, რომ ადეიშვილი ევროპელ პარტნიორებთან მხოლოდ უკრაინის თემებზე საუბრობდეს. ბუნებრივია, რომ ის არ გამოტოვებდა შანსს და საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების იმიჯის განადგურებაზეც იმუშავებდა.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ისინი ამ საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებენ და გაარკვევენ ევროპელ პარტნიორებთან. ჩვენც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ველით პასუხს ევროპული სახელმწიფოებისგან, იგივე გერმანიისგან და ბრიუსელისგან – თუ რატომ ხდება ჩვენგან ძებნილი, მსჯავრდადებული პატიმრის ოფიციალური ვიზიტებით მიღება მათი მხრიდან.“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Continue Reading

Previous: ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე
Next: გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის შელახვის მცდელობა მიზანმიმართულად გრძელდება, რაც დროში ემთხვევა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს – ამ დავალებას ოპოზიციური სპექტრი დიდი მონდომებით ასრულებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025