Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არის რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო – ნინო ფოჩხუა

მარშალ პრესი 07/03/2024
nino pochkhua

ნინო ფოჩხუა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია რომ “ტვ პირველის” სიუჟეტში, ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს გარდაცვლილი მამის ბიოგრაფია გაუყალბეს. ფოჩხუას შეფასებით, არის რაღაცები, რასაც არავინ უნდა შეეხოს, თუმცა, კონკრეტულ ჟურნალისტებს უკვე ქართველი ხალხის საწინააღმდეგო არჩევანი აქვთ გაკეთებული.

“ნოდარ მელაძის და მისი გამომძიებელი ჟურნალისტებისგან რა უნდა გაგიკვირდეს, სინდისზე და მორალზე ხელი აქვთ აღებული, (ამაში იღებენ ფულს) მაგრამ ხომ არის რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო, მაგალითად გარდაცვლილ მშობელს, გარდაცვლილ შვილს, მაგრამ მათ უკვე გაკეთებული აქვთ არჩევანი, ქართველი ხალხის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის და ეს როგორც მთავრდება კი ვიცით, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. გადახედონ თავისი მეგობრების და არამეგობრების, ვინც მსგავსად იცხოვრა ცხოვრებას და იქნებ დასკვნა გამოიტანონ.” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ადეიშვილი არის განსახიერება ყველაფრის, რაც არის ანტიევროპული – როდესაც მას სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იგივე პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს საჭიროებს განმარტებას
Next: ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025