Skip to content
09/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „ლელოზე“: ლგბტ პროპაგანდის, გლობალური ომის პარტიის დავალებისა და ყველანაირი პროვოკაციის გამტარებლები გახდებიან, განსაკუთრებით მაშინ თუ დირექტივა აქვთ მიღებული!

მარშალ პრესი 07/03/2024
zurab kadagidze

“კოლექტიური ნაც-მოძრაობის ავანგარდად ჩამოყალიბდა “ლელო”, თავისი რადიკალიზმითა და ანტისახელმწიფოებრივი აქტებით. ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილი იმდენად დიდია, რომ ყველანაირ ბინძურ “კამპანიაში” მიიღებენ მონაწილეობას,” – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ხაზარაძე თავისი პარტიით, როგორც “ნაცმოძრაობის” ჭეშმარიტი დანამატი დგას ლგბტ პროპაგანდის მხარეს.

ქადაგიძის თქმით, „ლელო“ დირექტივის მიღების შემთხვევაში ლგბტ პროპაგანდის, გლობალური ომის პარტიის დავალებისა და ყველანაირი პროვოკაციის გამტარებელი გახდება.

„ახალი დისციპლინა ჩამოყალიბდა კოლექტივში – ვინ შეასრულებს ნაც-მოძრაობის “ლეღვის ფოთლობას” ოპერატიულად… უნდა ითქვას, რომ მამუკა ხაზარაძე ლიდერობს და არავის უთმობს ასპარეზს! კოლექტიური ნაც-მოძრაობის ავანგარდად ჩამოყალიბდა “ლელო”, თავისი რადიკალიზმითა და ანტისახელმწიფოებრივი აქტებით.

ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილი იმდენად დიდია, რომ ყველანაირ ბინძურ “კამპანიაში” მიიღებენ მონაწილეობას. “ლგბტ” პროპაგანდის , გლობალური ომის პარტიის დავალებისა და ყველანაირი პროვოკაციის გამტარებლები გახდებიან განსაკუთრებით მაშინ თუ დირექტივა მიღებული აქვთ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ქართულ საპარლამენტო ისტორიას ძნელად თუ მოეპოვება მსგავსი ფაქტი, როდესაც კანონპროექტს უფრო მეტი გაეკეთებინოს, ვიდრე – კანონს
Next: ხაზარაძის “ლელო” დანარჩენ 14 პარტიასთან ერთად მოითხოვდა თბილისის ცენტრში ლგბტ პარადის ჩატარებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.