Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლონების გარდა დაუპირისპირდა ყველას და ყველაფერს, ვისაც კი შეიძლება დაპირისპირებოდა

მარშალ პრესი 07/03/2024
shalva papuashvili

„სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ყველას და ყველაფერს ვისაც კი შეიძლება დაპირისპირებოდა. დაწყებული საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი, სხვა ინსტიტუტები, საპატრიარქო, ყველას, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლონების გარდა “,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, “ერთადერთი მიზეზი რატომაც სალომე ზურაბიშვილი ინარჩუნებს თავის თანამდებობას, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა”.

შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის არსებულ პოლიტიკურ ალიანსზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთადერთი ვისთანაც სალომე ზურაბიშვილს აქვს ურთიერთობა, არის რადიკალური ოპოზიცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი, რომ შეენარჩუნებინათ სალომე ზურაბიშვილი იმ თანამდებობაზე იმისთვის, რომ შეერყია ქართული სახელმწიფოებრიობა, რა თქმა უნდა, პარლამენტს იმპიჩმენტი უნდა გამოეცხადებინა. უბედურება არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირ რყევას ხელს უწყობს. ამიტომ ერთადერთი ვისთანაც მას აქვს ურთიერთობა, ეს გახლავთ რადიკალური ოპოზიცია და ეს არის არა მხოლოდ ურთიერთობა, არამედ ეს არის სწორედ პოლიტიკური ალიანსი და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა. ერთ აბზაცში უარყოფს რომ თითქოს პოლიტიკაში არ არის, ან არ უნდა და მეორე აბზაცში იქვე ამბობს, რომ არათუ უნდა და ისწრაფვის, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგაც კი ყოფილა“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: გორის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
Next: ამორალურობის პროპაგანდის აკრძალვაზე რატომ დუმხართ?! – თამთა მეგრელიშვილი მამუკა ხაზარაძეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025