Skip to content
24/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს პარტნიორული ურთიერთობაა, როდესაც საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს არ აღიარებენ და ადეიშვილს ოფიციალურ მიღებებზე იწვევენ?

მარშალ პრესი 07/03/2024
guram macharashvili

„ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენა ცალსახად ნეგატიურად შესაფასებელია. გერმანიის მხარეს აქვს ასახსნელი, რატომ იქცევა ისე, რომ ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და მართლმსაჯულება ფაქტობრივად შეურაცხყოფილია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გამამტყუნებელი განაჩენის მქონე პირს ევროკავშირის წევრი ქვეყანა ოფიციალურ მიღებაზე იწვევს, ეს პარტნიორული ნაბიჯი არ არის.

„წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში ვინმე ყოფილი მაღალჩინოსანი მივიღოთ გერმანიიდან, რომლისთვისაც გერმანიის მართლმსაჯულებას გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. რა რეაქცია ექნებოდა გერმანიის სახელმწიფოს, ამაზე გვიპასუხონ. ეს პარტნიორული ურთიერთობაა, როდესაც ევროკავშირისა და ევროკომისიის მაღალი თანამდებობების მქონე პირები საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს არ აღიარებენ და ამ პიროვნებას ოფიციალურ მიღებებზე იწვევენ?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: სისხლის სამართლის პრინციპებზე საუბრობს ევროპის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ასოცირებულია რეკეტთან, წამებასთან, გაუპატიურებასთან, მკვლელობასთან
Next: გორის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025