Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს მავნებლური გადაწყვეტილებაა – გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილზე

მარშალ პრესი 07/03/2024
GIORGI VOLSKI

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას გამართლება არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება მავნებლურია.

„ფაქტია, სალომე ზურაბიშვილი იმავე პოზიციასა და პლატფორმაზე დგას, რაზედაც რადიკალური ოპოზიცია, იგივე რევოლუციური კომიტეტი. სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად და შესანიშნავად იცის, რომ არ შეიძლება ცესკო-ს თავმჯდომარე და მოადგილე პოლიტიკური ლიდერები იყვნენ. მან შესანიშნავად იცის ისიც, რომ გიორგი კალანდარიშვილს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს იმ კანდიდატთა შორის, რომლებმაც კონკურსი გაიარეს. ისიც იცის, რომ არასამთავრობოებმა საბოტაჟი გამოუცხადეს, როდესაც შესარჩევი კომისია მუშაობდა. მისთვის ყველაფერი ნათელია, აქედან გამომდინარე, გამართლება არ აქვს კანონპროექტზე ვეტოს დადებას იმ მიზნით, რომ მოგვიწოდებს, რადიკალურ ოპოზიციასთან შევთანხმდეთ, რომელსაც აბსოლუტურად სხვა იდეა ამოძრავებს.

მოქმედი კანონმდებლობით, მათ გარეშე ცესკო-ში ვერავინ იქნება არჩეული და გამოდის, ცესკო საბოტაჟით განთქმულ პოლიტიკურ სუბიექტს უნდა გადავაბაროთ. პრეზიდენტი ამას უჭერს მხარს. ეს მისი პირადი საკითხია, არ ვიცი, პოლიტიკური დავალებაა თუ რაღაც ტრენდია, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ვეტო მავნებლური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.

Post navigation

Previous: ზურაბ ჭიაბერაშვილი ღრმად არის დარწმუნებული, რომ 2024 წელს ნაც.მოძრაობა მოდის ხელისუფლებაში
Next: საცხობში შევედით ღვეზელის საყიდლად, დაგვესივნენ ორკები ყვირილით და გინებით, გვაიძულეს გამოგვესწრო – ნატა ფერაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.