Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი რჩებიან ამ ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების გარანტად და იმის გარანტად, რომ ქვეყანაში ბევრად უკეთესად იქნება ყველაფერი – თეა წულუკიანი

მარშალ პრესი 07/03/2024
tea tsulukiani

„ქართული ოცნება“ არ ნერვიულობს იმაზე, როგორ გადაჯგუფდება ოპოზიცია, რადგან მათ რესურსი არ აქვთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„რესურსი არ ვიცი რამდენად არსებობს იმის, რომ ისინი შინაარსობრივად, ლოგიკურად და ადეკვატურად გადაჯგუფდნენ. ეს ალბათ უფრო იქნება ალოგიკური, ეკლექტური ტიპის მექანიკური გაერთიანებები, რაც შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს. მთავარი პრობლემაა ის, რომ დღევანდელ ოპოზიციურ დაჯგუფებებს არ გააჩნიათ ხედვა. ერთადერთი, რაც მათ აქვთ საერთო, არის გამწარება იმასთან დაკავშირებით, რომ აქამდე „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ვერ დაამარცხეს და ვერ აჯობეს.

დღეს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი რჩებიან ამ ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების გარანტად და იმის გარანტად, რომ ქვეყანაში ბევრად უკეთესად იქნება ყველაფერი, ვიდრე იმ შემთხვევაში, რომ ღმერთმა არ ქნას და ამ დესტრუქციული ოპოზიციური ჯგუფიდან რომელიმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამიტომ მათ უწევთ რევოლუციურ სცენარზე ოცნება, ამაში ლობისტებისთვის ფულის გადახდა და ცდილობენ, რომ პრეზიდენტიც იყოს ამ ყველაფრის ხელის შემწყობი. თუმცა, „ქართული ოცნება“ არ ნერვიულობს იმაზე, როგორ გადაჯგუფდება ოპოზიცია, რადგან მათ რესურსი არ აქვთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

Post navigation

Previous: სოფო ჯაფარიძე კახელებს ჩაეხუტა (ფოტოები)
Next: სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გეგმები გაამხილა – ის გეგმის მონაწილეა, რომ არჩევნების არაღიარებისთვის საბაბი შექმნას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.