არესტოვიჩის განცხადებაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, მისთვის მკაფიოდ არის ასახსნელი რომ ჩვენ არ ვაპირებთ ომით დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, რაც არ უნდა ამის შესაძლებლობა გვქონდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ამ სიტუაციიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა, რომ ჩვენი ხელისუფლება, არა მარტო საპარლამენტო დონეზე, არამედ აღმასრულებელ დონეზეც აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს უკრაინის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ.
სამწუხაროდ, ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ჩვენ თუ მართლმადიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მართლმადიდებლად ვართ...