Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ადეიშვილის ადგილი არის ციხეში და არა – გერმანიის ბუნდესტაგში

მარშალ პრესი 06/03/2024
dimitri khundadze

„როდესაც საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და ვითხოვთ ყველა პარტნიორის მხრიდან თანამშრომლობის პრინციპების დაცვას, მავანნი ამას ჩვენს პოლიტიკურ ახირებად მიიჩნევს.

არადა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და არა – რომელიმე პოლიტიკური პარტიის ღირსებისა და უფლებების დაცვა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ზურაბ ადეიშვილის ადგილი არის ციხეში და არა – გერმანიის ბუნდესტაგში. „საქართველოს ყოფილი გენპროკურორი, არაერთი სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდადებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა.

უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად გერმანიის პარლამენტის დეპუტატების მხრიდან საქართველოში უკვე გასამართლებული პირის ოფიციალური მიღება, არ ზის იმ დიპლომატიურ ეტიკეტში, რასაც პარტნიორობა ჰქვია. როდესაც ამაზე ხმამაღლა ვაცხადებთ, ანტიდასავლურ რიტორიკას აწერენ. არადა, ძალიან მარტივია, პატივი სცე პარტნიორი სახელმწიფოს მართლმსაჯულებას. ევროკავშირის სახელმწიფოებიდან გერმანიასთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. იმედს გამოვთქვამ, რომ კონკრეტულ ფაქტზე მოხდება რეაგირება და მომავალში მეტად გავუფრთხილდებით ჩვენს ურთიერთობებს. ზურაბ ადეიშვილის ადგილი არის ციხეში და არა – გერმანიის ბუნდესტაგში“, -წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლეს საჩუქრად თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო გადასცა
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.