Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს – არჩილ თალაკვაძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

მარშალ პრესი 06/03/2024
archil talakvadze

ჯერჯერობით რაც აშკარად ჩანს, არის ის, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივაში, ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ოპოზიციის ჩართულობას გამოეხმაურა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში უნდა ჩამოყალიბდეს.

„როდესაც გააცნო მამუკა მდინარაძემ ეს ინიციატივა საზოგადოებას, მან ამომწურავად ისაუბრა არგუმენტებზე და რაც მთავარია, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოუწოდა, ჩაერთონ განხილვაში. შესაბამისად, ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და მოსაზრებები წარადგინონ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით რაც აშკარად ჩანს, არის ის, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ასევე, ეს კანონპროექტი უნდა ჩამოყალიბდეს და შემუშავდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: (ჭიჭე) ვაშაძე ამფსონებთან ერთად კვლავ ამტკიცებს, რომ უაზროდ მოლაყბე პერსონაჟია – ოღონდ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაზე კანონპროექტზე დისკუსიას თავი აარიდონ და “ნაცები” წლევანდელ და 2012 წლის ფასებს ადარებენ
Next: „როდის დაარღვევენ მდუმარებას ოპოზიციის ენჯეოები LGBT პროპაგანდის აკრძალვაზე? ამბოხი არ გამოუვათ, რადგან ეს კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერას მოუტანს ამ ინიციატივის ავტორებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.