Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიგი უგულავა არის არარაობა და კეზერაშვილის ფეხი, ის უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან – თამარ ჩერგოლეიშვილი (ვიდეო)

მარშალ პრესი 06/03/2024
tamara-chergo

“ვიღაც არარაობა და კეზერაშვილის ფეხი – ასე აფასებს “ევროპული საქართველო”-ს ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მის ყოფილ თანაპარტიელ გიგი უგულავას.

ეს კომენტარი მან 4 მარტს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა, როდესაც წამყვანმა მას გიგი უგულავასთან დაკავშირებით ჰკითხა.

“პოლიტიკურ არარაობად ვთვლი მას შემდეგ, რაც მან ჩაიდინა. არცერთი მისი სიტყვა არაფერს არ ნიშნავს, საერთოდ, ამ ადამიანს არ გააჩნია თავმოყვარეობა და მითუმეტეს, მასზე სერიოზული მსჯელობის აგება არ შეიძლება.

ეს ის კაცია, რომელიც ახალგაზრდებს უთმობდა გზას და ზუსტად 3 თვეში 5 ნომრით იყარა კენჭი და ეს ყველაფერი იმით ახსნა – ახლა პრანჭიაობის დრო არ არისო.

ეს არის კაცი, რომელიც ცილს სწამებდა თავის მეგობარს, რომ თითქოს, ბოკერია ახალგაზრდებს ბლოკავს.

ეს კაცი არის ჩვეულებრივი მატყუარა, უთავმოყვარეო, პოლიტიკური არარაობა, შესაბამისად, ის უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან, რადგან ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ეს რა არარაობაა”- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა გიგი უგულავას შეფასებისას.

Post navigation

Previous: ფასების საერთო დონე საქართველოში საგრძნობლად დაბალია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ზოგადად, მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით
Next: გამოწვევებზე სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციური სპექტრის კარნახის გარეშეც საუბრობს, მაგრამ მაინც გაკვირვებას იწვევს მსოფლიო ეკონომიკის კოლაფსის პარალელურად აპელირება გაზრდილ ფასებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.