Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა ხაზარაძე რუსეთში პირველი საეჭვო მილიონის საშოვნელად დარბოდა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დახმარებას უწევდა

მარშალ პრესი 06/03/2024
amiran salukvadze

ასეთ რამეს კაჟაია ბულავაც არ იკადრებდა. როცა ხაზარაძე რუსეთში პირველი საეჭვო მილიონის საშოვნელად დარბოდა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ტრაქტორებს უგზავნიდა და სხვა სახის დახმარებას უწევდა. უკვე 1995 წლიდან დააარსა ფონდი “ქართუ”. რა ბიუჯეტი, რის ბიუჯეტი?! – ასე ეხმიანება ექსპერტი ამირან სალუქვაძე, მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში.

“ასეთ რამეს კაჟაია ბულავაც არ იკადრებდა. როცა ხაზარაძე რუსეთში პირველი საეჭვო მილიონის საშოვნელად დარბოდა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ტრაქტორებს უგზავნიდა და სხვა სახის დახმარებას უწევდა. უკვე 1995 წლიდან დააარსა ფონდი «ქართუ». რა ბიუჯეტი, რის ბიუჯეტი?! ჯერ მარტო სახელწოდებებს დააკვირდით. 90-იანებში ხაზარაძე აფუძნებს შპს «შანსს», ხოლო ივანიშვილი ფონდ «ქართუს».

ახლა მისი ტვ-დან რომ გვიხსნის რა სხვაობაა მასსა და ბიძინას შორის, სახელების შერჩევაშიც ჩანს სხვაობა. ათასჯერ მაქვს დაწერილი, რომ ქველმოქმედებას არ აკრიტიკებენ, არაა მიღებული, ცუდ ტონად ითვლება. ქველმოქმედებაში ეჯიბრებიან. კრიტიკა არ მოსულა. თუ შნო გაქვს, გააკეთე მეტი. სააკაშვილს რეფორმებს რომ უფინანსებდა, ბიუჯეტიდან გამოჰქონდა თუ შეჰქონდა? ჩხირს ვერ გადააბრუნებდა სააკაშვილი ბიძინას დახმარების ფონდები რომ არ შეექმნა. ქველმოქმედების მეტი წილი გაწეული აქვს პოლიტიკაში მოსვლამდე. აღარ იციან რა ქნან, ოღონდ 3%-დან ამოხტნენ.” – წერს ამირან სალუქვაძე.

Post navigation

Previous: ეს არის ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ტრადიციულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები
Next: მინდა დავუმსხვრიო ამაშიც გაუკუღმართებული წარმოდგენები – დავით ქართველიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.