Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება – ელდინო საღარაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე

მარშალ პრესი 06/03/2024
eldino sagharadze

ახალგაზრდებში ბოლო დროს ძალიან ბევრი მომხრე გაუჩნდა ლგბტ პროპაგანდას იმიტომ, რომ ჩვენი ახალგაზრდები დახარბდნენ უცბად შემოტანილ სიტყვას – თავისუფლება, რომელსაც განუმარტავდნენ ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები, როგორც რაც გინდა აკეთე, – ამის შესახებ მსახიობმა და პოეტმა, ელდინო საღარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მსახიობი, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივას ემხრობა და მიაჩნია, რომ პროპაგანდის საპირისპიროდ სწორი საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარდეს.

„ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმ სააზროვნო და სამოქმედო სივრცეში დასაბრუნებლად, რომლის შესანარჩუნებლად და რომლის ჩვენამდე მოსატანად თავს იხოცავდნენ ჩვენი წინაპრები“, – აღნიშნა მსახიობმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.

საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლლებებს აწესრიგებს.

Post navigation

Previous: რა უნდა გააკეთონ ან მელიამ ან გვარამიამ ისეთი, რომ ასე ადვილად ჩამოირეცხონ ის ლაქა, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოჰყვებათ? გვარამიას და მელიას თუ უჭერ მხარს, ნაციონალი ხარ თუ ნეო-ნაციონალი, რა მნიშვნელობა აქვს
Next: ეს არის ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ტრადიციულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.