Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმ ცნობადი ადამიანების სახეებს, რომლებიც “ნაცმოძრაობის” დროს შექმნილი პირადი ცხოვრების ამსახველ კარტოთეკაში ვნახე, პრაიდის ჩატარების ყოველი მცდელობისას ვხედავ. ისინი გამოდიან და სურთ ამ თემის პოპულარიზაცია

მარშალ პრესი 05/03/2024
david kartvelishvili

ხელისუფლების პირობებში გაკეთდა ყველაფერი, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კარტოთეკა განადგურებულიყო კომისიური წესით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ დედანი ამ გადაღებული კადრებისა, როგორც მინიმუმ გატანილია უცხო ქვეყანაში და სპეცსამსახურების საცავებშია.“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ დაკვეთით გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების დედანი იმ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საცავში ინახება, რომლის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გია ლორთქიფანიძეა.

„მე მქონდა უშუალო შეხება იმ სპეცოპერაციასთან, რა დროსაც ის ცნობილი „ნაცმოძრაობის“ დროს გადაღებული ფაილები აღმოვაჩინეთ. ცუდად ვხდებოდი ამ კადრების ყურებისას [სამსახურებრივად მიწევდა], ასეთი უზნეობის პიკი არასდროს მინახავს. 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმი სხვებთან ერთად ლგბტ თემის წარმომადგენლებსაც უღებდა ყველგან – საკუთარ საძინებლებში, სამსახურში, მანქანებში, დერეფნებში და ასე შემდეგ. მათ შექმნეს მთელი კარტოთეკა ადამიანების, რომელთა უფლებები ილახებოდა ძალიან სერიოზულად. ამ ადამიანებს შორის იყო ცნობადი სახეები, მრავალშვილიანი მამები, რომლებიც ამ სისუსტის გამო გამოიჭირეს და აშანტაჟებდნენ და აშანტაჟებენ დღემდე.
ამ ხელისუფლების პირობებში გაკეთდა ყველაფერი, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კარტოთეკა განადგურებულიყო კომისიური წესით, მაგრამ მე თქვენ გარწმუნებთ, რომ დედანი ამ გადაღებული კადრებისა, როგორც მინიმუმ გატანილია უცხო ქვეყანაში და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საცავებშია. ეს ის უცხო ქვეყანაა, რომლის სპეცსამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გია ლორთქიფანიძეა.

მე იმ ცნობადი ადამიანების სახეები, რომელთა უფლებები ირღვეოდა და ირღვევა, მუდამ ვხედავ პრაიდის ჩატარების ყოველი მცდელობისას. ისინი გამოდიან და სურთ იმ თემის პოპულარიზაცია და პროპაგანდა, რომლითაც მათ მუდამ აშანტაჟებენ და რომელიც უნდა შემეხოს მე, ჩემ შვილს და ასე შემდეგ, თუმცა საკუთარი შვილების წინაშე რცხვენიათ.
თუ მათ იციან და მართლა ათვიცნობიერებენ, რომ ცხოვრების ეს წესი არის ძალიან თანამედროვე, მოდაში შესული და პერსპექტიული, რატომ არიან ჩუმად საკუთარ თავთან მიმართებით?

საკუთარი შვილების წინაშე აჩერებთ რაღაც? მაგრამ არ აჩერებს არაფერი ჩემს შვილებთან მიმართებით? რა ჰქვია ამას?
ეს ხელისუფლება იყო ის, რომელმაც შემოიღო ამ თემის კანონით დაცვა და მაინც აკრიტიკებენ. თუმცა ეს ის ხალხია, რომელმაც არც ოთხფურცლიანი „რუსული კანონი“ წაიკითხა და არც ორ ფურცლიანი ანტიდისკრიმინაციული კანონის წაკითხვას აპირებს. რა გააკეთა ამ კანონმა? ამ კანონმა მოახდინა იდენტიფიცირება ამ თემის და მათი ცხოვრების წესის ხელშეუხებლობას გაუსვა ხაზი. არ შეიძლება იმ დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდნენ ისინი ისევე, რისი მსხვერპლიც იყვნენ იმ 9-წლიანი რეჟიმის დროს.“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: წელს ამოქმედდება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა – პრემიერი
Next: ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.