Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მელია წიწილებივით წაართმევს ხმებს ხაბეიშვილს, ხაბეიშვილი „ლელოს”, „ლელო” გახარიას, გახარია „გირჩს და ა.შ

მარშალ პრესი 05/03/2024
tamar chiburdanidze

„დავიჯერო, მელიას ან გვარამიას წამით მაინც სჯერა, რომ ქართველ ხალხს ამ სპექტაკლით თვალებს აუხვევენ? თუ „ლელო”, გახარია, „გირჩი” და სხვებიც რაიმეს განსაკუთრებულს გვთავაზობენ, ვიდრე „ორიგინალი” ნაცები? – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ოპოზიციის წინასაარჩევნო ნაბიჯებს, ახალი პარტიების შექმნის მცდელობებსა და დაპირებების აბსურდულობას ბრეხტისთვის ახალი პიესის შექმნის შესაძლებლობად მიიჩნევს.

როგორც ჩიბურდანიძე აცხადებს, ოპოზიციური „ცარცის წრე” ისევ სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს და ეს პარტიები ცდილობენ მისთვის ხმების წართმევას. „ბრეხტი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ მეორე სცენარს დაწერდა ჩვენი ოპოზიციისთვის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაიშალა და მივიღეთ მისი წვრილ-წვრილი განშტოებები, ოღონდ ისევ იმ “ერთის” ირგვლივ, თუმცა, “მშობელი დედის” აღიარება ხმამაღლა არავის სურს, ასეთია ახალი სცენარი. ღიად არ უნდა განაცხადონ, თორემ არ სჭირდება აზდაკის განაჩენი იმას, თუ ვის უნდა მიაკუთვნონ გამრავლებული პატარა მიშიკოები. დღეს მელიამ და გვარამიამ ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნება დააანონსეს. მელია წიწილებივით წაართმევს ხმებს ხაბეიშვილს, ხაბეიშვილი „ლელოს”, „ლელო” გახარიას, გახარია „გირჩს და ა.შ.

ოპოზიციური „ცარცის წრე” ისევ სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს და ეს პარტიები სათითაოდ უყოფენ ხელს ჯიბეში მიშას ხმებისთვის. სააკაშვილიც, როგორც მზრუნველი მშობელი, რაც აქვს ანაწილებს. ისიც კარგად იცის, რომ თუ სწორად და სამართლიანად არ გადაუნაწილა მემკვიდრეებს საკუთარი ხმები, დაპირისპირება გარდაუვალი იქნება და აი, სწორედ მაშინ დაიწყება შეუქცევადი კრიზისი “ოჯახში”. ხუმრობა იქეთ იყოს და ჩვენს ოპოზიციას ქართველი ხალხი მართლა ბრმა ჰგონია. დავიჯერო, მელიას ან გვარამიას წამით მაინც სჯერა, რომ ქართველ ხალხს ამ სპექტაკლით თვალებს აუხვევენ? თუ „ლელო”, გახარია, „გირჩი” და სხვებიც რაიმეს განსაკუთრებულს გვთავაზობენ, ვიდრე „ორიგინალი” ნაცები? თუკი ნაცებმა 6 წლის წინ 400- ლარიანი პენსიის დანაპირებით საარჩევნო უბნებთან რიგში ჩააყენეს ხანდაზმულები, იმავეს განმეორება სურს წელს „ლელოს” 1000 ლარიანი საპენსიო დანაპირებით. შესაძლოა, მელია-გვარამიას ახალი პარტია კიდევ უფრო „გულუხვი” აღმოჩნდეს ტყუილ დაპირებებში და ა.შ.

მოკლედ, სანამ სააკაშვილი მის მემკვიდრეებს ამომრჩევლებს უნაწილებს, სახელისუფლებო გუნდი მსხვილი ეროვნული ინიციატივებით ქართველი ხალხის სრულ მობილიზებას ახდენს. კიდევ ერთი ისეთი მასშტაბური ინიციატივა, როგორიცაა LGBT პროპაგანდის აკრძალვა ან ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებებზე აღზრდილი თაობა და ოპოზიციის „სამკვიდრო” ცარიელი ფარატინა ქაღალდიღა დარჩება. ამას ხვდება ოპოზიცია, მაგრამ რა ქნან? მმართველ გუნდს ქართველ ხალხთან ერთად, სასტიკი მარცხისთვის ჰყავს განწირული მიშაც და მისი მიშიკოებიც,” – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები? პასუხი გაგვეცით, საით ხართ საერთოდ, გვიერთდებით თუ არა, რომ უნდა ავკრძალოთ ეს პროპაგანდა – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას
Next: წელს ამოქმედდება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.