Skip to content
18/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს ის ვიოლაა, გასული წლის მარტში გვარამიას შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილზე ადრე რომ იცოდა – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 05/03/2024
davit kartvelishvili

ეს ის ვიოლაა, გასული წლის მარტში გვარამიას შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილზე ადრე რომ იცოდა. ნუ, მერე სალომესაც უთხრეს “ვინუჟდენში” და მანაც შეიწყალა, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, გამოცემა Politico-ს ინფორმაციას ვიოლა ფონ კრამონისა და „ეფესბეს“ გავლენის აგენტის შეხვედრის შესახებ.

ქართველიშვილის თქმით, ის, რაც სხვებისთვის “სკანდალის” თემასთან არის გაიგივებული, ვიოლასნაირებისთვის – “მადლი” და ბალზამია და ასეც იქნება ამჯერადაც.

„ამ ქალის გადამკიდე, მისი სახელის მატარებელ გამდნარ ყველზე ვთქვი უარი და (მაინც “რუსეთუმე” ვარ), ნაცად “Дружба”-ს დავუბრუნდი. ეს ის მაღალი თავმოყვარეობის მქონე ქალბატონია, სააკაშვილი მას შემდეგ უფრო რომ შეუყვარდა, რაც მან ფონ კრამონს “იდიოტი” უწოდა. ალბათ იმ რუსული ანდაზის ლოგიკიდან გამომდინარე: “მცემს, ესე იგი ვუყვარვარ”. ეს ის ვიოლაა, გასული წლის მარტში გვარამიას შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილზე ადრე რომ იცოდა.

ნუ, მერე სალომესაც უთხრეს “ვინუჟდენში” და მანაც შეიწყალა. ოღონდ, რაც სხვებისთვის “სკანდალის” თემასთან არის გაიგივებული, ვიოლასნაირებისთვის – “მადლი” და ბალზამია. ასეც იქნება ამჯერადაც, დარწმუნებული ვარ. ვაშინგტონის ავტორიტეტული, თუმცა ალბათ “რუსული” გამოცემა Politico-ს ინფორმაციით (დასავლურ დაზვერვაზე დაყრდნობით), 2023 წლის ოქტომბერში სერბეთის მოქალაქე, ვინმე ნოვიცა ანტიჩი – რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური „გავლენის აგენტი“, ბრიუსელში შეხვდა სამ ევროპარლამენტარს: გერმანელ ვიოლა ფონ კრამონს („მწვანეები“), იტალიელ ალესანდრა მორეტის („სოციალისტები და დემოკრატები“) და სლოვაკ ვლადიმირ ბილჩიკს („ევროპის სახალხო პარტია“). “დიდი ალბათობით” – მისი შერცხვენის, დამცირების, ნამუსზე აგდებისა და აქეთ – გადმობირების მიზნით…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: იმდენად პრიმიტიულია კოლექტიური ხაზარაძე-გვარამია-მელია-გახარიას ვითომ საარჩევნო კამპანია, რომ შეფასების უმდაბლეს ქულასაც ვერ იმსახურებენ
Next: სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები? პასუხი გაგვეცით, საით ხართ საერთოდ, გვიერთდებით თუ არა, რომ უნდა ავკრძალოთ ეს პროპაგანდა – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.