Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რა კომბინაციაც არ უნდა შემოგვთავაზონ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარესტაილინგებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი წარმატების შანსი არ აქვს და ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს, ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოაბრუნოს

მარშალ პრესი 05/03/2024
giorgi chakvetadze2

„რა ფორმაც არ უნდა მიიღონ, რა კომბინაციაც არ უნდა შემოგვთავაზონ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარწმუნებული ვარ, რომ დარესტაილინგებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი წარმატების შანსი არ აქვს“,– განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ჩაკვეტაძის თქმით, „ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ ეს ადამიანები [ნაციონალური მოძრაობა] ხელისუფლებაში მოაბრუნოს“.
მისივე განცხადებით, საზოგადოება კარგად აფასებს ვინ ცდილობს ქვეყნის წარსულში დაბრუნებას და რომელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.

„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია მთელს თავის საარჩევნო კამპანიას სიძულვილის კამპანიაზე აწყობს, მუქარებსაც კი არ ერიდება და შემდეგ 9 ნაბიჯის შესრულებაზე და დეპოლარიზაციაზე გვესაუბრება, რაც წარმოუდგენელია ამ ადამიანების მხრიდან რომ მოვისმინოთ. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ვინ ცდილობს ქვეყნის წარსულში დაბრუნებას და რომელ პოლიტიკურ ძალას სურს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. როგორც თვითონ იტყოდნენ, 235 დღის შემდეგ ჩვენ ისევ თბილისში ვიქნებით და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ, მშვიდობიან განვითარებას“-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

Post navigation

Previous: რუსთავში არსებული “ნაცგახარიების” ერთობა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ქართულ საზოგადოებას მათმა ხელისუფლებაში მოსვლამ ნებისმიერ დონეზე
Next: რა ქენი გუდუნა ეს? – რას დაგამსგავსეს ბიჭო? – ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილს (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.