Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მათ მოახერხეს საბჭოთა დიქტატის „რესტაილინგი“ და ახალი ტიპის გაციმბირება შემოგვთავაზეს – გიორგი ჩაკვეტაძე “ლელო_ზე

მარშალ პრესი 05/03/2024
giorgi chakvetadze

„მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორეულის, პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბოლშევიკურ განცხადებებს აკეთებს, ჩვენ რეფორმებზე ვმუშაობთ“,-ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ჩაკვეტაძემ აღნიშნა „ფაქტია, რომ „ლელოს“ დაკარგული აქვს რეალობის აღქმა“.

მისივე თქმით, როგორც ჩანს მათ აზროვნებაზე კომუნისტურმა წყობამ წარუშლელი კვალი დატოვა.

„ჯერ უკვე მიღებულ სტაჟირების კანონს თავიდან დაგვპირდნენ, შემდეგ ცეცხლოვანი მუსტანგით მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვება სცადეს და ბოლოს გადასახლებითაც დაგვემუქრნენ. ე.წ. გაციმბირება შემოგვთავაზეს, როგორც გამოსკოვება და როგორც აღმოჩნდა ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის კომკავშირის „ტრადიციების“ მიმდევარი. ამ პარტიებისგან გასაკვირი არაფერია და წინა საარჩევნოდ უფრო კომიკურ სიუჟეტებსაც ველოდებით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ აზროვნებაზე კომუნისტურმა წყობამ წარუშლელი კვალი დატოვა. მათ მოახერხეს საბჭოთა დიქტატის „რესტაილინგი“ და ახალი ტიპის გაციმბირება შემოგვთავაზეს“-აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

Post navigation

Previous: ლგბტ პროპაგანდა არის დამანგრეველი მომავალი თაობებისთვის, თუ მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, ეს იქნება დამღუპველი ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის
Next: რუსთავში არსებული “ნაცგახარიების” ერთობა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ქართულ საზოგადოებას მათმა ხელისუფლებაში მოსვლამ ნებისმიერ დონეზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.