Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს სიუჟეტი, პირდაპირი აღიარებაა იმისა, რომ გიორგი კალანდარიშვილი საკუთარი საქმის პროფესიონალია – თამთა მეგრელიშვილი ტვ “პირველი”-ს სიუჟეტზე

მარშალ პრესი 05/03/2024
tamta megrelishvili

„პოლიტიკური დაკვეთით მომზადებული ეს სიუჟეტი არის პირდაპირი აღიარება იმისა, რომ გიორგი კალანდარიშვილი საკუთარი საქმის პროფესიონალია და მისი თანამდებობრივი პოზიცია დიდი თავის ტკივილია კონკრეტული დესტრუქციულად მოქმედი ძალებისათვის. ოპოზიციამ ვერანაირი საფუძველი ვერ მოძებნა მის შესაცვლელად და ახლა მისი „გაშავებას” საგანგებოდ დაკვეთილი პოლიტიკური შინაარსის სიუჟეტებით ცდილობენ“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ტვ პირველის“ სიუჟეტს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

მეგრელიშვილის თქმით, არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომელიც გიორგი კალანდარიშვილის პროფესიული საქმიანობის მიმართ კითხვის ნიშნებს გააჩენდა და სწორედ ამიტომ მისი დისკრედიტაცია ისეთ ფაქტებზე საუბრით ხდება, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს არჩევნების ჩატარების ხარისხთან.

„ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტი არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის შელახვის მცდელობა ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დამახინჯებული ფაქტების გავრცელებით. მისი მისამართით ამ ტიპის კამპანიების წარმოება არ არის ახალი და დროში ყოველთვის იმ პერიოდებს ემთხვევა, როდესაც დღის წესრიგში დგება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის არჩევის საკითხი.

არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომელიც მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ კითხვის ნიშნებს გააჩენდა. სწორედ ამიტომ მისი დისკრედიტაცია ისეთ ფაქტებზე საუბრით ხდება, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს არც არჩევნების ჩატარების ხარისხთან, არც მის პროფესიონალიზმთან და საქმიანობასთან. გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ავსებს თანამდებობის პირის დეკლარაციას, მასში სრულად და დეტალურად არის ასახული მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ყველაფერი არის საჯარო და მისი სრულყოფილად განხილვის შემთხვევაში არ რჩება არანაირი კითხვის ნიშნები მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. თუმცა, როგორც ჩანს, სიუჟეტის ავტორების ინტერესში არ შედიოდა სრული სურათის დანახვა და მათ სულ სხვა რეალობა გამოიგონეს.

გასული სიუჟეტი შეიცავს არაერთ ცრუ ინფორმაციას და მიზანმიმართულად ხდება მისი ამ ფორმით გავრცელება. სიუჟეტში გიორგი კალანდარიშვილის მიმართ მთავარი ბრალდებაა – თითქოს მან და მისმა ოჯახის წევრებმა უძრავი ქონების შეძენა ერთ კონკრეტულ პერიოდში შეძლეს, სინამდვილეში კი დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ შესყიდვები სხვადასხვა წლებში განხორციელდა და ეს სიუჟეტში საგანგებოდ დამალულია. პოლიტიკური დაკვეთით მომზადებული ეს სიუჟეტი არის პირდაპირი აღიარება იმისა, რომ გიორგი კალანდარიშვილი საკუთარი საქმის პროფესიონალია და მისი თანამდებობრივი პოზიცია დიდი თავის ტკივილია კონკრეტული დესტრუქციულად მოქმედი ძალებისათვის. ოპოზიციამ ვერანაირი საფუძველი ვერ მოძებნა მის შესაცვლელად და ახლა მისი „გაშავებას” საგანგებოდ დაკვეთილი პოლიტიკური შინაარსის სიუჟეტებით ცდილობენ. არ მიკვირს, მივეჩვიეთ რომ ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ მედია ძალებს 2012 წლის შემდეგ მხოლოდ წაგებულ თამაშში შესვლა დასჩემდათ“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: გლობალური ტერორიზმის ინდექსით საქართველომ მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა
Next: კალანდარიშვილზე თავდასხმის ტრაგიკომიკური მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაცრადიკალები უკვე წაგებულნი არიან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025