Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის იმ ეფექტიანი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს – ირაკლი კობახიძე გლობალური ტერორიზმის ინდექსზე

მარშალ პრესი 05/03/2024
irakli kobakhidze3

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არსებობა გვიწევს ძალიან რთულ რეგიონში და არის უამრავი გამოწვევა ჩვენს გარშემო, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ როგორც მშვიდობას, ასევე სიმშვიდესა და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ გამოქვეყნებულ გლობალური ტერორიზმის ინდექსს, რომელშიც საქართველოს მოწინავე პოზიცია უჭირავს.

„ეს არის იმ ეფექტიანი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. განსაკუთრებული მადლობა აქ ბუნებრივია ეკუთვნით სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომლებიც ჩუმად, მაგრამ ეფექტიანად მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სიმშვიდე და ქვეყანა დაცული იყოს ნებისმიერი ასეთი საფრთხისგან“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით მორიგი გლობალური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველომ მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

Continue Reading

Previous: თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე – ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებაზე
Next: გლობალური ტერორიზმის ინდექსით საქართველომ მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025