Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკვე წლებია საზოგადოებიდან დაკვეთა არსებობს, რომ სახელმწიფომ ლგბტ პროპაგანდა აკრძალოს

მარშალ პრესი 05/03/2024
guram macharashvili

ჩვენი ერთ-ერთი გენერალური ხაზი საარჩევნოდ, სხვა საკითხებთან ერთად, რაც ეკონომიკურ განვითარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობის შენარჩუნებას და ა.შ. მოიცავს, იქნება ქართული ტრადიციებისა და იდენტობის დაცვა, რამაც აქამდე მოგვიყვანა და გადაგვარჩინა, ანუ – ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ახლა გადამწყვეტი არჩევანი უნდა გააკეთოს – ქართული საზოგადოების მხარეს დადგება და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის შექმნას შეუერთდება თუ ეროვნულ ღირებულებების წინააღმდეგ წავა.

„ან ლგბტ პროპაგანდას ემხრობი ქვეყანაში – ისევე როგორც ესპანეთში, სადაც გეი აღლუმებს უკვე ბავშვებს ატარებინებენ; ისევე, როგორც ამერიკაში, სადაც სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ „დედა“, „მამა“, „ქალი“, „კაცი“და ა.შ. ტერმინები არ გამოიყენოთო; ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთში, სადაც ჯანდაცვის სამსახურმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ ტრანსგენდერი ქალის რძე იგივეა, რაც დედის რძეო და ა.შ., ან – არ ემხრობი. კვლევები არსებობს, რომ ლგბტ პროპაგანდა იზრდება და შესაბამისად, იზრდება ერთნაირსქესიანთა ქორწინება თუ ამის მცდელობა. საქართველოში ამის გამო რამდენჯერმე საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. საზოგადოებიდან უკვე წლებია დაკვეთა არსებობს, რომ სახელმწიფომ ლგბტ პროპაგანდა აკრძალოს. არავინ არავის არც ოთახში და არც პირად სივრცეში უვარდება. ასეთი რამე თუ მოხდება, რა თქმა უნდა, ეს დაცული უნდა იყოს და არის კიდეც.

ჩვენ ოპოზიციას ვუთხარით – ორკვირიანი ვადაა, რა დროშიც, თუ პრინციპს ეთანხმებით, რომ საქართველო არის ის ადგილი, სადაც ლგბტ პროპაგანდა არ უნდა იყოს, დანარჩენ ფორმაზე შევთანხმდებით, მობრძანდით და კანონპროექტი ერთად შევქმნათ. ჩვენ კანონპროექტი ჯერ არ დაგვიწერია და მათ ველოდებით უკვე მე-5 დღეა. ეს კანონი კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად დაიწერება, [ოპოზიციასთან ერთად თუ მათ გარეშე]. ჩვენი ერთ-ერთი გენერალური ხაზი საარჩევნოდ, სხვა საკითხებთან ერთად, რაც ეკონომიკურ განვითარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობის შენარჩუნებას და ა.შ. მოიცავს, იქნება ქართული ტრადიციებისა და იდენტობის დაცვა, რამაც აქამდე მოგვიყვანა და გადაგვარჩინა, ანუ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: ივნისის ბოლოს რეიტინგებიც გაიზომება, ყველა დაინახავს, თუ აგვეხილება მთელს ოპოზიციას თავლები და ერთ მძლავრ ოპოზიციურ ცენტრს შევქმნით
Next: ეს “ბულონის ტყეში” გაკეთებულ-გაზრდილი რა დღეშია ნახეთ რა?! – თემურ გვალია პრეზიდენტზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025