Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ანგარიშზე მორიგი 420 ათასი დოლარი ჩაირიცხა, ეს თანხაც მოხმარდა საქართველოზე ტენდენციური და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას

მარშალ პრესი 04/03/2024
davit kartvelishvili

“ოფშორმედიის” კოლექტივის გულების გასახეთქი მორიგი მონაცემები გამოაქვეყნა რუსულ/ამერიკულმა FARA-მ: „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის ანგარიშზე გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 – თებერვალი 2024) მორიგი 420 ათასი დოლარი ჩაირიცხა, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, დავით კეზერაშვილის ტელეკომპანიის მიერ ლობისტურ საქმიანობაში დახარჯული თანხა, მოხმარდა აშშ-ის მოსახლეობაში “ფორმულას” პოპულარიზაციას და საქართველოს შესახებ ტენდენციური, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას.

“ოფშორმედიის” კოლექტივის გულების გასახეთქი მორიგი მონაცემები გამოაქვეყნა რუსულ/ამერიკულმა FARA-მ: „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის ანგარიშზე გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 – თებერვალი 2024) მორიგი 420 ათასი დოლარი ჩაირიცხა.

მსგავსად მანამდე ჩარიცხული ნახევარი მილიონისა, ეს თანხაც მოხმარდა აშშ-ს მედიასივრცეში “ოფშორTV”-ს საქმიანობის პოპულარიზაციას და საქართველოზე ტენდენციური და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას. ამერიკაში საარჩევნო წელიწადის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის რიგებში “ფორმულას” მიმართ ინტერესის გაღვივება თუ საქართველოს შიდა სამზარეულოს ამსახველი გინდ აბსოლუტური სიმართლის შემცველი ახალი ამბების ტირაჟირება – ალბათ შეიძლება ისეთ სიგიჟეს შევადაროთ, როგორიც იქნებოდა მაგალითად CNN-სთვის ნახევარსაათიანი სიუჟეტის შეკვეთა წალენჯიხაში მიმდინარე მუნიციპალური პროექტების შესახებ.
საქართველოს სატელევიზიო რეიტინგების ფსკერზე მყოფი “ოფშორTV”-ს მფლობელი რაში ხარჯავს თანხას, რომელიც “ფორმულას” კოლექტივის დაახლოებით 100 თანამშრომლის წლიურ

სახელფასო ბიუჯეტს აღემატება – მართლაც გაუგებარია. თუმცა, რა ჩემი (ჩვენი) საქმეა. ისღა გვრჩება, კეზერას ამერიკელი ლობისტების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გვახარებდეს, პრინციპიდან: “მუქთა იყოს – კუბო იყოს”.” – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ $ 420,000 გაიყიდა ქართული სახელმწიფოს მთავარი ინტერესები
Next: მცხეთის მერმა არჩილ ტატუნაშვილის დედას დედის დღე მიულოცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.