Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნახეთ, როგორ ასწრებენ ერთმანეთს ლობისტური ფირმების მოქრთამვაზე სააკაშვილის ოჯახი და ქურდბაცაცა “კეზერა”

მარშალ პრესი 04/03/2024
edisher gvenetadze

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ გასული 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და დავით კეზერაშვილი, “ერთმანეთს ასწრებენ” ლობისტური კომპანიების მოქრთამვას, რაც საქართველოში რუსულად შერაცხილმა Fara-ს კანონმა გამოავლინა.

“ნახეთ! სად ხარჯავს ქართველი ხალხისათვის და ქართული ჯარისადმი წაგლეჯილ, მოპარულ ფულს ავაზაკი კეზერაშვილი და მისი ხროვა! ნახეთ!

სად წავიდა ამ უშუბლძარღვოთა მიერ მოპარული 420 ათასი $!

ნახეთ! როგორ ასწრებენ ერთმანეთს ლობისტური ფირმების მოქრთამვაზე სააკაშვილის ოჯახი და ქურდბაცაცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერა! ეს ფაქტობრივი დანაშაული სწორედ აქაური მუქთამჭამებლების მიერ ვითომდაც “რუსულად” შერაცხილმა, სინამდვილეში კი ამერიკულმა “FARA”- ს კანონმა გამოამზეურა!

ამიტომაც აუცილებელია საქართველოში ანალოგიური “FARA”-ს კანონის მიღება, რათა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან-კრემლიდან, ტაივანიდან, მანჯურიიდან, აშშ-დან, ბრიუსელიდან, პარიზიდან, ლონდონიდან, სომალიდან…

ჩვენში ე.წ. უსამშობლო პარტიების, ენჯეოების და ფიზიკური პირებისათვის გადმორიცხული და აქედან მათ მიერ გადარიცხული თანხები გახდეს საჯარო და გამჭვირვალე!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

  

420 000 დოლარი ლობიზმში: Fara-ზე “ფორმულას” მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის 6-თვის საქმიანობის ანგარიში გამოქვეყნდა

Post navigation

Previous: “FARA” გვამცნობს, რომ 420 000 დოლარი დაიხარჯა „ტვ ფორმულას“ ლობიზმში – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ $ 420,000 გაიყიდა ქართული სახელმწიფოს მთავარი ინტერესები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.