Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩინეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ჩვენს გვერდით იყოს. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორობა ამის გარანტიას გვაძლევს

მარშალ პრესი 04/03/2024
nikoloz samkharadze

ჩინეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით ჩვენს გვერდით იყოს. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორობა ამ შემთხვევაშიც გვაძლევს ჩვენ იმის გარანტიას, რომ ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი იქნება, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

მან განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას ჩინეთთან სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობები ასევე აქვს. ჩვენ არ ვმეგობრობთ რომელიმე ქვეყანასთან რომელიმე ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმეგობრობთ ქვეყნებთან და ქვეყნებს შორის ურთიერთობები აიგება ორმხრივი სარგებლის საფუძველზე და ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრინციპი.

ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივმოქმედი წევრიდან ერთ-ერთი. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენმა 4 წევრმა ძალიან ცალსახა და მკაფიო პოზიცია დაიკავოს. ამ შემთხვევაში, ჩინეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მნიშვნელოვანია, იყოს ჩვენს გვერდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორობა ამ შემთხვევაშიც გვაძლევს ჩვენ იმის გარანტიას, რომ ჩინეთი არასდროს გადაუხვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და მუდმივად იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი“, – განაცხადა სამხარაძემ.

Post navigation

Previous: დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე მოწყვლადი ფენა არის მოზარდი – ის მარტოა დარჩენილი ციფრულ მედიასთან, ინტერნეტთან. არავითარი შერჩევა არ ხდება იმისა, თუ რა უნდა ნახოს – პაატა ჩხეიძე
Next: 420 000 დოლარი ლობიზმში: Fara-ზე “ფორმულას” მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის 6-თვის საქმიანობის ანგარიში გამოქვეყნდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.