IMG.GE IMG.GE

„გასაგებია, რომ პოლიტიკოსებს თავს გვესხმიან და პოლიტიკოსებს ტყუილებს გვაბრალებენ, მაგრამ ამაზრზენია, როდესაც შენი ოჯახის წევრებს ესხმიან თავს იმიტომ, რომ შენ „გაგაშავონ“. ასე ხდება, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში. ჩვენ, ბოლო 8 წლის განმავლობაში ვნახეთ მის მიმართ ცილისწამების ნიაღვარი, მაგრამ განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ეს ცილისწამება მიდის შვილზე, ძმასა და ოჯახის სხვა წევრებზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო ასპროცენტიანმა ტყუილებმა.

„ჩვენ ვიცით „ნაცმოძრაობის“ გენეტიკური კოდი – ძალადობა ადამიანზე. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ ადამიანზე ძალადობა თუ შეეძლოთ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით და სახელმწიფო იყო ის მექანიზმი, რომლითაც ფიზიკურად ძალადობდნენ ადამიანზე, ახლა დარჩათ მედიასაშუალება და მხოლოდ სიცრუე. და თუ აქამდე ე.წ. ნიუსის საფუძველი იყო ხოლმე რაღაც და შეიძლებოდა ამ რაღაცაზე ტყუილები აეგოთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში საერთოდ აღარ არსებობს ეს საფუძველი, ისე ავრცელებენ „ნიუსს“. თან იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ცნობილ ოდიოზურ ადამიანს საკუთარ ლიდერად აღიარებენ – ცნობილ კრიმინალს, ჟორიკა რურუას, გიორგი რურუას და მის პოლიტიკური პატიმრობაზე საუბრობენ. ანუ რასაც თვითონ აკეთებენ რეალურად, იმის დაბრალება უნდათ სხვაზე. ასევე რუსული თემაც, რუსულ საქმეს აკეთებენ და სხვას აბრალებენ იგივეს გაკეთებას “, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE