Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართველ ხალხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და დაცვა არ სჭირდება იმისგან, რომ უცბად კაცს კაცი შეუყვარდეს და ქალს – ქალი

მარშალ პრესი 03/03/2024
iago khvichia

ამ წუთას არ ვიცი, არ მინახავს და წაუკითხავ კანონს ვერც დავეთანხმები და ვერც უარვყოფ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ ქართველ ხალხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და დაცვა არ სჭირდება იმისგან, რომ პროპაგანდამ ტვინი არ აუმღვრიოს და უცბად კაცს კაცი შეუყვარდეს და ქალს – ქალი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.

Post navigation

Previous: სპეკულაციების სერია წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, გრძელდება – ირმა ინაშვილი
Next: პრინციპულად არ დავაკანონებთ და ვერც დავაკანონებთ, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით – მამუკა მდინარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.