IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ოპოზიციის მხრიდან საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ამ ქვეყანაში არასოდეს ყოფილა, რომ ქართველ ადამიანს ამ სიტყვებით გაელანძღა უცხოელი. ეს ქვეყნისთვის საზიანოა. გერმანია, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, საერთაშორისო ასპარეზზე არ იშურებს ძალისხმევას, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე იდგეს და ჩვენ მძიმე წლები მათთან ერთად და მათი ხელშეწყობით გამოგვივლია.

ეს არის სერიოზული უზრდელობის მაგალითი. სახელმწიფოს აყენებენ შეურაცხყოფას, ბოკერია, ნათელაშვილი და ეს ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოსი“ რომელსაც ნათელაშვილის ეზოში აქვთ შტაბი“, – განაცხდა თეა წულუკიანმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, გერმანიის ელჩმა რამდენჯერმე, გარკვეულწილად დიპლომატიური შეცდომა დაუშვა.

გუშინ გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმების საგანი გიორგი რურუას გათავისუფლება არ ყოფილა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE