Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი სურვილია დასავლურ ინსტიტუტებში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია – მაკა ბოჭორიშვილი

მარშალ პრესი 02/03/2024
მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენი სურვილია დასავლურ ინსტიტუტებში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ იმ ქვეყნებთან, რომელთა ურთიერთობები უზრუნველყოფენ ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევას, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ ბრიუსელიდან ჩართვის დროს განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა სტრატეგიული პარტნიორობის სამი ძირითადი კომპონენტი დაასახელა.

„როდის შეიძლება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გამართლებული იყოს. მე გამოვყოფდი სამ კომპონენტს: პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები და მესამე – ადამიანებს შორის ურთიერთობა. ამ სამი კომპონენტის გარეშე რთულია ვისაუბროთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

ჩვენ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა გაცხადებული გვაქვს. აშშ 30 წელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამ სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მოლოდინიც მეტია, რომ უფრო მეტად ვხედავდეთ ამერიკის ეკონომიკური ინტერესებს, ხალხთაშორის კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

Continue Reading

Previous: თერჯოლაში, მდინარეში 4 ადამიანი დაიხრჩო
Next: ერთად გავიმარჯვებთ – გიორგი ბარამიძე TV პირველის გუნდს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025