Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რუსეთმა აშშ უკრაინაში ბიოლოგიური საქმიანობის წარმოებაში დაადანაშაულა, გაერო-ში კი განცხადეს, რომ შესაბამისი მონაცემები არ არსებობს

მარშალ პრესი 14/05/2022
CIS foreign ministers meet in Tashkent, Uzbekistan

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ უკრაინაში ბიოლოგიური საქმიანობის წარმოებაში დაადანაშაულა. რუსეთის ელჩის, ვასილი ნებენზიას განცხადებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წინა შეხვედრების შემდეგ არაერთი ახალი მტკიცებულება გაჩნდა, რომელიც მოსკოვმა საბჭოს წევრებს გაუზიარა.

რუსი დიპლომატის თქმით, აშშ მიზანმიმართულად ბლოკავს ბიოლოგიური იარაღის კონვენციის რეჟიმის გაძლიერების მცდელობას. ვასილი ნებენზიამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს უარი ახსნა-განმარტებების მიცემაზე, რომელიც ბიოლოგიური საქმიანობის ბუნებასა და ჭეშმარიტ მიზნებს უკავშირდება უკრაინაში და ზოგადად მსოფლიოში.

„ჩვენ კვლავ ვიღებთ უკიდურესად შემაშფოთებელ დოკუმენტურ მტკიცებულებებს, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი უშუალოდ არის ჩართული უკრაინაში საშიში ბიოლოგიური პროექტების განხორციელებაში, რომლებსაც აქვთ ფარული სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის ნიშნები. ეს საქმიანობა განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრში და რუსეთის დასავლეთ საზღვრებზე, რაც რეალურ საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და მთელი მსოფლიოს ბიოუსაფრთხოებას. არც უკრაინას და არც აშშ-ს არ გაუგზავნია ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ში“, – თქვა ნებენზიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაერო-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

Post navigation

Previous: ილია დარჩიაშვილი კელი დეგნანს შეხვდა
Next: ზურაბ აზარაშვილი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.