Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა

მარშალ პრესი 02/03/2024
მამუკა მდინარაძე

არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა და შესაღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუკი ვინმე ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს, პირველ რიგში, არიან ის ადამიანები, ვინც მიხეილ სააკაშვილს ასე პოზიტიურ ჭრილში წარმოადგენენ. მდინარაძის შეფასებით, ტყუილზე აგებული პიარ კამპანია აზიანებს ევროპულ განწყობებს საქართველოში.

„თუკი ვინმე ცდილობს, რომ ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] არის მოდერნიზატორი და ასე შემოგვასაღოს, ქართული საზოგადოება ამას არ მიიღებს. ყველას ვთხოვ, ჩვენ ევროპელ კოლეგებს, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის იმ გულმხურვალე კობისტებს, რომლებიც ახერხებდნენ ხოლმე სადღაც ჩაატიონ ეს დათქმები რომელიღაც რეზოლუციაში და ა.შ. ყველამ გაითვალისწინოს, რომ თუკი ვინმე ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს, პირველ რიგში, ესენი თავად არიან, ვინც მიხეილ სააკაშვილს ასე პოზიტიურად წარმოადგენენ იმიტომ, რომ საქართველომ და მისმა უდიდებულესობა საზოგადოების უმრავლესობამ იცის, რომ ეს იყო მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ბიზნესის რეკეტის, ღირსების აყრის, სიტყვის თავისუფლების ჩახშობის სიმბოლო და არა მოდერნიზაციის. ტყუილზე აგებული მისი პიარ კამპანია აზიანებს ევროპულ განწყობებს საქართველოში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა.

ევროპარტლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

Post navigation

Previous: მესამე დღეა მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ ჩვენი ოპონენტებისგან – შემოგვთავაზონ ვერსიები, როგორ გავმიჯნოთ ნებისმიერი ადამიანის უფლებები, არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად და ლგბტ პროპაგანდა
Next: ოპოზიციას პირდაპირ ლგბტ-ს მხარდაჭერაც ეუხერხულებათ, თან თავის პატრონებისაც ეშინიათ, ამიტომ სავარაუდოდ ისევ „რუსული“ კანონის იდეას მიაწვებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.