Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ არჩევნებს რომ “ქართული ოცნება” იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა

მარშალ პრესი 02/03/2024
ირაკლი ღარიბაშვილი9

ორი კვირის წინ დავაანონსე, რომ 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა დავიწყეთ აჭარით. დღეს შევხვდი პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხებზე, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა 2024 არჩევნების დამაჯერებლად მოგება და “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო.

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ამ არჩევნების ძლიერად მოგება. ამ არჩევნებს რომ “ქართული ოცნება” იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან და რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი განწყობაა. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩემი გასვლითი ღონისძიებები და შეხვედრები რეგიონებში.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია, პრაიდის ორგანიზატორები ფაქტობრივად ძალადობენ და ისე ცდილობენ ხოლმე ამ პრაიდის ჩატარებას
Next: სალომე ზურაბიშვილის მკრეხელური განცხადება არის შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე, ნიღაბი, რაც მას ჰქონდა, ჩამოხსნილია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.