Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კიდევ ერთხელ ვეუბნები სალომე ზურაბიშვილს, ძალიან ფრთხილად იყოს – თამთა მეგრელიშვილი

მარშალ პრესი 02/03/2024
თამთა მეგრელიშვილი

ზურაბიშვილმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაეკვეთა და მეტიც, ამ წითელ ხაზებთან ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ჩაევლო. შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა ჩვენი ძვირფასი პატრიარქი, ხანდაზმული პატრიარქი, რომელიც არის ქართველი ხალხის იმედი რწმენაში, იმედი გამარჯვებაში და იმედი ამ ქვეყნის წინსვლაში სახელისუფლებო ძალასთან ერთად, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქის მიმართ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

მეგრელიშვილის თქმით, ამ წითელი ხაზების გადაკვეთის გამო, ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს ქართველი ხალხის. მანვე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ეს ხალხმა მიაკითხოს პრეზიდენტს რეზიდენციაში, გამოიყვანონ იქიდან და პასუხი აგებინონ.

„ეს არის წითელი ხაზები, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გადაკვეთა არა მარტო ჩემს თვალში, არამედ ქართული საზოგადოების უმრავლესობის თვალში. მას უნდა ეშინოდეს ქართველი ხალხის, რომელმაც ის აირჩია (როგორ აირჩია, ძალიან კარგად ვიცით) და უნდა ეშინოდეს იმიტომ, რომ შესაძლოა ეს ხალხი მიუვარდეს იმ სასახლეში, სადაც არის, გამოიყვანონ იქიდან და პასუხი აგებინონ და მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი მათ შორის. ყოველთვის უნდა გაიაზროს პოლიტიკოსმა, ჯერ ერთი, რომ რელიგიაზე საუბარი ცოტა სენსიტიურია. ეს ზურაბიშვილისგან ცოტა მეტ სიფრთხილეს მოითხოვს, მითუმეტეს, რომ ის არის პრეზიდენტი და მას უნდა გაეთვალისწინებინა ქართველი ხალხის დამოკიდებულება პატრიარქისადმი, რწმენისადმი დამოკიდებულება, ფასეულობებისადმი. თვითონ თუ არ აქვს რწმენა, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ მან პატივი უნდა სცეს იმ საზოგადოებას, რომლის პრეზიდენტიც ჰქვია. აქედან გამომდინარე, მან გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაეკვეთა და მეტიც, ამ წითელ ხაზებთან ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ჩაევლო. შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა ჩვენი ძვირფასი პატრიარქი, ხანდაზმული პატრიარქი, რომელიც არის ქართველი ხალხის იმედი რწმენაში, იმედი გამარჯვებაში და იმედი ამ ქვეყნის წინსვლაში სახელისუფლებო ძალასთან ერთად.

რელიგია არ არის ჩვენთვის მხოლოდ რელიგია. ის არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. რელიგიამ, მარტივად რომ ვთქვათ, მიშა სააკაშვილის რთული და სისხლიანი ცხრაწლიანი პერიოდი გადაგვატანინა. რწმენამ მოიტანა ის, რომ ხალხში ერთობა შენარჩუნდა და იმედისა და მოლოდინის ნაპერწკალი ღვიოდა და ახლაც ღვივის. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეუბნები სალომე ზურაბიშვილს, ძალიან ფრთხილად იყოს, ნუ ეთამაშება ქართველ ხალხს, ქართველ ხალხთან თამაში არის ცეცხლთან თამაში და ქართველი ხალხი მას ძალიან სერიოზულ პასუხს გასცემს, თუ ის ცოტა გონზე არ მოვა და ცოტა სიფრთხილით არ მოეკიდება მის მიერ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს,”- განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: ეს ნახატი მაშინ აჩუქა დავით ლორთქიფანიძემ სააკაშვილს, როცა ამ უკანასკნელს პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა – ნინო მიქიაშვილი
Next: რამდენიმე ლობისტი, ვინც ევროპარლამენტში ჰყავს მიხეილ სააკაშვილს, ისევ განაგრძობს მცდელობებს, რომ მნიშვნელოვან რეზოლუციებში და ტექსტებში როგორმე შეაცურონ მიხეილ სააკაშვილის საკითხიც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.