
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წელს დაგეგმილი პროგრამებისა და სიახლეების გაცნობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 3 783 718 ლარით გაიზარდა და განისაზღვრა 32 014 578 ლარით. რომელიც მოიცავს 16 პროგრამას და 12 ქვეპროგრამას.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2024 წელს განახორციელებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც მოიცავს ორ ღონისძიებას, საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, დაფინანსებული იქნება არანაკლებ 1900 პროექტი, რომლის ბიუჯეტი მიმდინარე წელს იქნება 3 781 712 ლარი. რაც შეეხება სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, დაფინანსებული იქნება 1 000 000 ლარით.
გასული წლების მსგავსად წელსაც გაგრძელდება სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში, 2170 ჰექტარი ფართობი დამუშავდება შესაბამის აგროვადების მიხედვით.
აღნიშნული შეხვედრები, ქობულეთის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.